25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობა"სულიერი ცხოვრება ძალიან უბრალო და მსუბუქია"

“სულიერი ცხოვრება ძალიან უბრალო და მსუბუქია”

ჩხუბი სულიერი ცხოვრება ძალიან უბრალო და მსუბუქია. ეს ჩვენ თვითონ ვართულებთ მას არასწორი მოღვაწეობით. მხოლოდ ცოტაოდენი მცდელობით და ამასთან ერთად – დიდი სიმდაბლითა და ღმერთზე მინდობით ადამიანს შეუძლია ძლიერ წარემატებოდეს. განა იქ, სადაც სიმდაბლეა, ეშმაკისთვის დარჩა ადგილი?! ხოლო იქ, სადაც ეშმაკი არ არის, არც ეშმაკის საცდური არსებობს.

– წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანი ღვთის დაშვებით ჩავარდეს ცოდვაში?

– არა, ამის თქმა, რომ ღმერთი უშვებს ჩვენს შეცდომებს, უხეში შეცდომაა. ღმერთი არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენ ცოდვაში ჩავვარდეთ. ეს ჩვენ, საკუთარი ნებით ვაძლევთ ეშმაკს მიზეზს. მერე კი ის მოდის და მოგვივლენს განსაცდელს. მაგალითად, ამპარტავნებით საკუთარი თავიდან მადლს განვდევნი, ამ დროს ჩემი მფარველი ანგელოზი განმიდგება, მის ადგილს სხავ „ანგელოზი“,–ანუ ეშმაკი იკავებს. შედეგად სრულ წარუმატებლობას მივიღებთ ხოლმე. მაგრამ ეს ღვთის დაშვება კი არ არის, არამედ, მე თავად ვაძლევ ეშმაკს ნებას, რომ ცოდვისკენ მიბიძგოს.

მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები