მთავარიკულტურასტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიმართება

სტრასბურგში ქართული ფილმების კვირეული გაიმართება

სტრასბურგში 16 დეკემბერს ქართული ფილმების კვირეული გაიხსნება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისაქართველოს ეროვნული კინოცენტრია ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 2012 წლის 16-22 დეკემბერს, სტრასბურგის კინოთეატრ “ოდისეა”-ში ქართული ფილმების კვირეული გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში, კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ საქართველოს მიერ წარმოებული თანამედროვე ფილმები, ასევე ქართული კინოკლასიკა.

სტრასბურგში ქართული კინოს დღეების ორგანიზატორია ეროვნული კინოცენტრი, რომელიც გრანდიოზული საშობაო ბაზრობის და ქართული კულტურის დღეების ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მართავს.

კინოჩვენებები სტრასბურგში ყოველ საღამოს გაიმართება. კვირეული 16 დეკემბერს, 18:00 საათზე ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება. გახსნაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი.

ფილმებს წარადგენენ რეჟისორები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება, დაუსვან კითხვები რეჟისორებს.

პროგრამა შედგება შემდეგი ფილმებისგან: “შანტრაპა” (რეჟისორი ოთარ იოსელიანი, 2010წ.), “გიორგობის თვე” (რეჟისორი ოთარ იოსელიანი 1966წ.), “ცისფერი მთები” (რეჟიოსრი ელდარ შენგელაია 1983წ.)
“გაღმა ნაპირი” (რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 2009წ.), “ქეთო და კოტე” (რეჟისორებიი ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი 1948წ.), “ჩემი ბებია” (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე 1929წ.), “ქუჩის დღეეები” (ლევან კოღუაშვილი 2010წ.).

კინოთეატრი “ოდისეა” XX საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. მისი პროგრამა დღემდე შედგენილია ფილმებისგან, რომლებიც მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები