მთავარი » კულტურა

“სტეპკოს დუქანი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2011 | 2,971 ნახვა

თბილისში მართლაც ბევრი მშვენიერი თავშესაყარი ადგილი იყო, რომელთაც კაფეებს უწოდებდნენ. ყველაზე საინტერესო “ქიმერიონი” გახლდათ. კაფე მდებარეობდა რუსთაველის თეატრის ახლანდელ ქვემოთა ფოიეში. მისი გახნის ინიციატივა “ცისფერყანწელთა” ჯგუფს ეკუთვნოდა. სწორედ აქ XX საუკუნის დასაწყიშია შესრულებული ლადო გუდიაშვილის ფრესკა “სტეპკოს დუქანი”.

სტეპკოს დუქანიფრესკის ცენტრში გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რომლის მზერა მარცხნივ არის მიმართული. იგი წარმოადგენს ტიპიური ქართველი კაცის სახეს – მოგრძო ცხვირით, ნუშის ფორმის თვალებით, სქელი წარბებითა და გრძელი ულვაშებით. მისი ფიგურა მხოლოდ წელს ზემოთ იკითხება, რადგან დახლის ფრაგმენტით არის გადაჭრილი. მარჯვენა ხელით დოინჯი აქვს შემორტყმული, ხოლო მარცხენა ხელით მთლიანად დახლზეა დაყრდნობილი. პოზა საოცრად ამაყი და მედიდურია, რასაც უფრო ამძაფრებს მოღერებული, გრძელი კისერი. მოსავს რუხი ფერის სამოსი, რომლის შიგნიდან ოხვრის ფერი პერანგი მოუჩანს. სხეულის ფორმები კარგად იკითხება, თუმცაღა სამოსის ფაქტურულობა აქ ნაკლებად ჩანს.

დახლზე სასწორი და ღვინის ბოთლი დევს, რაც უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ ეს კაცი მოვაჭრეა. დახლის ქვედა მხარეს ვხედავთ ხის ყუთებში საკმაოდ მოწესრიგებულად და ლამაზად ჩაწყობილ ხილს, ხოლო საზამთროები დახლის მარცხენა კუთხეში მოუწესრიგებლად არის დალაგებული. მათგან ერთი საზამთრო მოვაჭრეს განზრახ გაუჭრია, რათა მუშტარი მიიზიდოს და პროდუქტის ყიდვის სურვილი აღუძრას.

ფრესკის მარცხენა კუთხეში ვხედავთ ხის თაროებს, რომელზეც ღვინით სავსე ბოთლები აწყვია. ზოგიერთ ბოთლზე ეტიკეტსაც კი შევამჩნევთ. მხატვარი ცდილობს მწვანე ფერის ბოთლები გამჭვირვალედ წარმოგვიდგინოს და ამას ალაგ_ალაგ თეთრი ფერის ლაქების დადებით აღწევს.

ფრესკის მარცხენა კუთხეში მუქი ფერის ლაქას ვხედავთ, რაც სხვა ოთახში გასასვლელს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ აქედან იმზირება პატარა ბიჭი, რომელსაც ხელში ხილი უწყვია და ელოდება მოვაჭრეს, რათა მისცეს უფლება, ეს ხილი დახლთან არსებულ ხის ყუთებში ჩააწყოს… აშკარაა ბავშვის დამოკიდებულება მოვაჭრის მიმართ. მის თვალებში შიში იკითხება… იგი მორიდებით იმზირება და ვერ ბედავს დაუკითხავად რაიმეს გაკეთებას.

კედელზე, რომელიც დახლის უკან მოჩანს, ჩამოკიდებულია ხახვი, წიწაკა, თევზი, რაც უფრო მიმზიდველსა და მრავალფეროვანს ხდის მყიდველისთვის “სტეპკოს” დუქანს.

ლადო გუდიაშვილს სურდა ამ ფრესკით ყოველდღიურობა გადმოეცა და ეჩვენებინა მნახველისთვის, რაც იმ დროის საქართველოში ხდებოდა. ჩვენთვის კი, XXI საუკუნის ადამიანებისთვის, ეს ყველაფერი ეგზოტიკაა, რაც საოცრად საინტერესო და ღრმაა თავისი შრეებით.

მოამზადა თათია დელიბაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლია says:

    მსჰვენიერი ნახატია.ლადო გუდიასჰვილი დზალიან დზვირფასი მხატვარია.ტუ არ ვცდები მმგონი მისი მოხარულია ქასჰუეტის გჰვტისმსჰობელი.გჰმერტმა გაუმრავლოს მასეტი მხატვრები საქარტველოს.ამინ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი