მთავარი » სხვადასხვა

სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკის დაარსების მხარდამჭერი ღონისძიება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2012 | 1,834 ნახვა

(დოკ. ფილმის პრემიერა)

25 მაისს 16:00 სთ-ზე ტექნიკური უნივერსტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ორგანიზებით გაიმართება მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნება.

ადმინისტრაციული კორპუსი ეს ისტორიული მოვლენა ხორციელდება “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციისა” (თავმჯდ. ალი რიზა ალთუნელი) და “თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის” (თავმჯდ. ოთარ ნადირაძე) ინიციატივითა და უშუალო ხელმძვანელობით.

ღონისძიების ფარგლებში მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ბიბლიოთეკას პირველ საჩუქარს (100 წიგნს) გადასცემს.

ბიბლიოთეკის შექმნაში თითოეულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება, საჩუქრად წიგნის გადაცემის სახით. ნებისმიერი შინაარსის ქართულენოვანი წიგნები გროვდება ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. (მის.: მ.კოსტავას ქუჩა N77 სტუ-ს ადმინისტრაციული შენობა)

გაიმართება ინტერნეტჟურნალ “ამბიონისა” და ტელეკომპანია “ერთსულოვნების” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის “სხვა საქართველო…” პრემიერა. ფილმი თურქეთის ქართველების ცხოვრებას ასახავს.

ღონისძიებას დაესწრებიან სტამბოლიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები.

მის.: მ.კოსტავას ქუჩა N77, სტუ-ს ადმინისტრაციული შენობა, გ. ნიკოლაძის დარბაზი.

მხარდამჭერები


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მადლობა ყველას ამდიდი საქმისათვის, ქართველობა ნუ გვეგონება ადვილი საქმე, ამას სჭირდება მოვლა და პატრონობა.
    ჩვენებურებმა უკეთ იციან ქართველობას როგორ უნდა მოუარო და უპატრონო, ამიტომ ყველა ქართველს მოვუწოდებთ ვისწავლოთ ქვეყნოსა და ერის პატრონობა.
    პატივისცემით.

  • ნათია says:

    უფრო სწორი იქნებოდა:ყველა ქართველს მოვუწოდებთ ვისწავლოთ ქვეყნის,ერის და მართლმადიდებლური სარწმუნოების პატრონობა.

  • ოთო says:

    ენა,მამული,სარწმუნოება

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი