25 ივლისი 2024, ხუთშაბათი

სტამბული

სტამბული

სტამბული თურქეთის უდიდესი ქალაქია. დღეს კი თავისი 14 მილიონიანი მოსახლეობით წარმოადგენს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ცოცხალ და დინამიკურ ქალაქს. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან “ოქროს რქა” (თურქულად ჰალიჩ ქვიად), ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება. ძველი სახელი კონსტანტინოპოლია. სტამბული ევროპის უდიდესი ქალაქია ქალაქთა შორის.

სტამბულის ისტორიაში ბევრი ქვეყნის იმპერიის კულტურაა გაერთიანებული, როგორიცაა: რომის, ოსმალების, თურქეთის რესბუპლიკის ა.შ. ცენტრში აიასოფია და მეჩეთი სულთანაჰმედი ორი კულტურის ნიმუშიად დგას. ბევრი ღირსშესანიშნავი საინტერესო რელიგიური ადგილია, მსოფლიო საპატრიარქო ტაძარი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია, ისტორიული მეჩეთები, ეკლესიები, სინაგოგა და სხვა რჯულის სამლოცველოები. ისეთი ადგილებიც შეგხვდებათ, სადაც მეჩეთი, ეკლესია და სინაგოგა გვერდი-გვერდაა. ეს მსოფლიოს მშვიდობისათვის ნიმუშია!

სტამბული სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო კვანძების გზაჯვარედინზე მდებარეობს და მისმა ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ იგი გადააქცია მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო, ფინანსურ, სამრეწველო და კულტურულ ცენტრად, ამიტომაც ქალაქში მრავალი ბანკი, სავაჭრო ობიექტი, უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი და ხელოვნების გალერეა მოქმედებს.

სტამბულს ორ ნაწილად ჰყოფს და აერთიანებს ბოსფორის სრუტე, სწორედ იგივე სრუტე აერთიანებს და აცალკევებს მარმარილოს და შავ ზღვებსაც. ქალაქი ძალზედ მდიდარია ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ძეგლებითა და სულიერი მემკვიდრეობითობითაც.

სტამბულში 39 რაიონია და თითოეულ მათგანს თავისი მერია აქვს. აქ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს, მათ შორის, ქართველებიც. ისეთი ადგილებიც არის სადაც სულ ქართულად ლაპარაკობენ და გგონია, თითქოს საქართველოში ხარ. ქართული სახელით საზოგადოებებიც მოქმედებს, მაგალითად: საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია, ქართული კულტურის ცენტრი, კულტურის სახლი ჩვენებური და ა.შ.

სტამბული ყველა ადამიანისათვის თითქმის მშობლიური ქალაქია. მას ადამიანივით ეჩვევი და გიყვარდება. ხან მხიარული გეჩვენება, ხან მოწყენილი. გამორჩეულია მისი ისტორიული ნაწილი. ის დგას, როგორც სიმბოლო ევროპისა და აზიის სილამაზისა.

ორჰან ბერიძე

ფოტო ხატია ბლუაშვილი

მსგავსი სტატიები

7 COMMENTS

  1. მე ბედნიერი ქართველი ვარ ამ ისტორიულ და უძველეს ქალაქში რომ ვცხოვრობ !!!

  2. თეაშენ თუ მართლა ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ თავს უცხო ქვეყანაში თანაც თურქეთში ცხოვრობ????????????ღმერთმა ხელი მოგიმართოს თუ ეს ასეა.მეც სტამბულში (ორთაკოიში)ვცხოვრობ 10 წელია,მაგრამ ბედნიერი ყველა თავის ქვეყანაში მგონია.შენ თუ ისტორიული და რელიგიურ ფასეულობები გაქვს მხედველობაში ამ მხრივ საქართველო უმდიდრესია.მე მგონი ჩვენი აქ ცხოვრება მწარე ხვედრია და არა ბედნიერება.

  3. ქალბატონო სოფიკო, თქვენი აზრით თქვენ უფრო პატრიოტად წარმოაჩინეთ თქვნი თავი??? თუკი ადამიანი ბედნიერია ეს თქვენი საქმე არაა ვინ სად და როგორაა ბედნიერი! თქვენ თქვენს ბედნიერებაზე აგეთ პასუხი და თუკი ასეთი უბედური ხართ არავინ გიშლით საქართველოში დაბრუნებას…

  4. ჩვენ ქართველებინ ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება ამ პატარა, მაგრამ ძალıან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს მსოფლიოში არსებულ ქართველ საზოგადოებს! გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს!

  5. მაგარი დაქოქილი ხარ ნესტან.უბედური შენ ხარ გეტყობა,ისე გაწიწმატდი.

  6. ქალბატონო ნესტან კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა.უბედურება ღმერთმა მაშოროს მეც, ჩემს ოჯახსაც და საერთოდ ყველას.

  7. ოთო, თავად შეხედეთ საკთარ კომენტარს დასკვნებს უკეთ გამოიტანთ, თუ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დასკვნების გამოტანა( მეეჭვება).:))

    სოფიკო-ღმერთმა გაშოროთ უბედურება ეს არც მიფიქრია. უბრალოდ გამაღიზიანებელია სხვა ადამიანის გრძნობების დამცირება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები