მთავარი » პოპულარული

სპარსული კოლექციის დოკუმენტთა რესტავრაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.05.2012 | 1,370 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სრულდება ძველ საბუთთა განყოფილების სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთის რესტავრაცია.

სპარსული კოლექცია ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია 1237 დოკუმენტისგან შედგება, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებს მოიცავს. მათ შორის არის შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.

სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი, ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.

რესტავრატორებმა თითოეული დოკუმენტის დაზიანების ხარისხი შეისწავლეს და რესტავრაციის პროცესი ამის მიხედვით წარიმართა. დეზინფექციისა და მშრალი და სველი წესით გაწმენდა-დამუშავების შემდეგ დოკუმენტების ნაკლული ადგილები აღდგა, გამაგრდა მოხატულობა და ნაწერი.

რესტავრაციის შედეგად ერთ-ერთი საბუთის ზურგზე აღმოჩნდა დაკრული სხვა სპარსულენოვანი საბუთი, რომელიც საჭიროებს შესწავლას. ასევე რამოდენიმე საბუთის ზურგზე რესტავრაციის შედეგად გამოჩნდა მურის ბეჭდები დიდი რაოდენობით, რომლებიც ეკუთვნის დოკუმენტში მოხსენიებულ პირებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი