მთავარიმთავარი თემა27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფის სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა, მგალობლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

სიმბოლურია, რომ ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მოზარდები, ის თაობა, რომელმაც აფხაზეთის ომის მძიმე დღეები მხოლოდ გადმოცემით იცის, მაგრამ სწორედ მას მართებს ამ ისტორიის დაფასება და სამშობლოსათვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნის პატივისცემა.

ეს არის კაპელანთა კორპუსის მსახურების ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზანიც – სამხედრო მოძღვარი დგას სამხედრო მოსამსახურეთა გვერდით არა მხოლოდ ყოველდღიურ მსახურებაში, არამედ იგი უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების ხსოვნას და მომავალ თაობას მათ სიყვარულს უნერგავს.

დღეს ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობას შეეწირა.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულები, ხოლო ჩვენ მოგვმადლოს ძალა, ღირსეული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვილოცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოსადმი მათი თავდადებული სიყვარული.

წყარო – საპატრიარქოს უწყებანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები