სამარხვო რეცეპტები
მასალა:
1 კგ. სოკო;
2 ჩ.ჭ. წყალი;
4 ს.კ. ზეთი;
2 ც ხახვი;
უცხო სუნელი;
მარილი.
მომზადების წესი
სოკო გავრეცხოთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ცოტა ხნით გავაჩეროთ. შემდეგ გადავუწუროთ წყალი, გავაგრილოთ და ფრთხილად გავწუროთ ხელით (ისე. რომ ძალიან არ დაიფლითოს), დავჭრათ წვრილად, დავასხათ წყალი, ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით და მოვხარშოთ. რომ გასქელდება სოუსი მზად იქნება.
ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”
