მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფელ ყუმურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვანის რაიონი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2016 | 5,214 ნახვა

ყუმური – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე მდინარე ყუმურის ნაპირზე.

სოფელში ფუნქციონირებს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აგებულია 1999-2000 წლებში, სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის დაფინანსებით. ტაძრის უშუალო აგებაში უდიდესი წვილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას.

სოფელ ყუმურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვანის რაიონი )

სამი სოფლის მასშტაბით ეს არის ერთადერთი მოქმედი ეკლესია. 6 წელია უკვე აქ მოღვაწეობს მამა მირიანი, რომელიც წარმოშობით არის სამეგრელოდან, მამა მირიანი ვანში ანაკლიიდან და ყოველ შაბათ-კვირას მიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რათა აღავლინოს წირვა-ლოცვა. მას რთულ პირობებში უწევს მოღვაწეობა, განსაკუთრებით ზამთარში, როცა სოფელში ძალიან ცივა. ყუმურში არ არის გაზი და შესაბამისად, არ არის რაიმე სახის გათბობა გარდა შეშის ღუმელისა, შეშას კი მამა მირიანს რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე აწვდის შეძლებისდაგვარად.

სოფელი დაცარიელების პირასაა და ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად ხანდაზმულები შეადგენენ, რომლებიც დიდთოვლობასა და სიცივეში ვერ ახერხებენ დიდი მანძილის გავლასა და ტაძარში მისვლას. ამიტომაც ძალიან ხშირად წირვას მხოლოდ სტიქაროსანი და მესანთლე ესწრება. ზამთარში იკეტება სოფლამდე მისასვლელი გზა და მამა მირიანს კილომეტრების გავლა ფეხით უხდება.

მიუხედავად ამისა, ტაძარი არ უჩივის ხალხის სიმრავლესა და მაზიარებლებს ისეთ დღესასწაულებზე, როგორიცაა ქრისტეს შობა და აღდგომა.

ახლო მომავალში იგეგმება სამრეკლოს აგება.

მეგი კაკაბაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი