მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაღამის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოიხსნა მინაშენის არსებული სახურავი და კედლის საპირე წყობა; მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი; აღდგა საპირე კედლის წყობა; მოეწყო გადახურვის ხის კონსტრუქციები; “პროფნასტილით” მოეწყო ბურული; მოიხსნა და აღდგა გალავნის საპირე ქვის წყობა; კირ-ხსნარით შეილესა გალავნის კედლი; საძირკველში გაკეთდა რკინა-ბეტონის ბალიშები;
დაიშალა და შემდგომ ხელახლა აეწყო საყრდენი კედელი. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.
არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.
