მთავარიეკლესია-მონასტრებისოფ. მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის აღდგენა

სოფ. მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის აღდგენა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,სოფელ მირონწმინდაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დგას.

 სოფ. მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესია

ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ ჰქონდა სახურავი, ჩამოშლილი იყო საპირე წყობა და რაც დრო გადიოდა ეკლესიის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, სოფელ მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც მოიხსნა და შემდეგ აღდგა კამარისა და კონქის ავარიული ნაწილები, მთლიანად აღდგა შიდა და გარე საპირე წყობა,

 სოფ. მირონწმინდის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესია

შირიმის სუფთა თლილი ქვით გადაეწყო და მოეწყო პილიასტრები, კამარის საბჯენი თარები და კონქი, მოეწყო სახურავი გლუვი ფურცლებით ლორფინის იმიტაციით, ინტერიერში მოეწყო კირქვის იატაკი, დამზადდა და დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები