მთავარიეკლესია-მონასტრებისოფ. მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

სოფ. მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაეოები. შუალედური ანგარიშის მიხედვით , შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიშალა დასავლეთისა და სამხრეთის ტაძარში შესასვლელი კიბეები ,სახურავის ხის კონსტრუქციები , ძველი სახურავის ბურვილი და სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები. მოეწყო სამხრეთის , ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი ბაქანი და კიბეები.

ასევე მოეწყო ხაოიანი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით, ხის კონსტრუქციები სახურავზე,სამრეკლოზე ასასვლელი კიბეები და ხარაჩოები ფასადებსა და ინტერიერში. გაილესა კამარა კირით და გაიწმინდა ეკლესია სამშენებლო ნარჩენებისგან. შემსრულებელი: შპს. „კირთხურო“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები