სოციალურად დაუცველი პირები 28 ნოემბრიდან სამარშუტო ტაქსებში ნახევარ ფასად იმგზავრებენ.
თბილისის მიკროავტობუსების ხელმძღვანელის
დავით ასანიძის თქმით, სოციალურად დაუცველი პირებისთვის სპეციალური სამგზავრო ბარათები დამზადდა. მისი განცხადებით, ბარათების გამოყენება დღეში მხოლოდ 4-ჯერ იქნება შესაძლებელი.
„მერია სოციალურად დაუცველ პირებს სპეციალურ სამგზავრო ბარათებს გადასცემს. მხოლოდ ამ ბარათებზე გავრცელდება 50%-იანი შეღავათი. ეს ეხება ყველანაირ ტარიფს, როგორც მოგეხენებათ პირველი მგზავრობა 80 თეთრია, მეორე 65 თეთრი, ორივე შემთხვევაში გავრცელდება შეღავათი“, – განაცხადა დავით ასანიძემ.
შეღავეთების დაწესების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.
