24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობასნეულება და კურნება

სნეულება და კურნება

მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ჩეპელი)
ზუსტად პირიქით…

ამქვეყნად ყველაფერი ცვდება და ძველდება. ძველის შენახვა კი უფრო ძვირი ჯდება ვიდრე – ახლის. ადამიანი ძველდება არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ, – თაობიდან თაობამდე. დაძველებული ადამიანები სუსტ თაობებს შობენ, თანდათანობით კი – სრულიად უვარგისსაც. ამ უკანასკნელის ცხოვრება კი გაცილებით ძვირია, სნეულება სწორედ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ავადმყოფის შენახვაა უფრო ძვირი, ვიდრე – ჯანმრთელის.

ამპარტავნების სნეულება ცვეთს ადამიანს. ოღონდაც არა იმის გამო, რომ ის სრულყოფილი ქმნილება არ არის, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ, რომ წარმოადგინონ.
ავადმყოფობის საშუალებით უფალი გვაჩერებს ჩვენ და გვანახებს, რომ არ არსებობენ შეუცვლელი ადამიანები. ავადმყოფობა არის შენი შანსი – მარადიული ცხოვრებისათვის მიმართო უფალს. და ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სწორედ სნეულ სხეულში ყალიბდება ჯანმრთელი სული. ავადმყოფობა გადარჩენის შანსია. გულწრფელად გეტყვით, რომ თავადაც დიდხანს არ მესმოდა, ხორცს რად იტანჯავდა და სნეულებას რად გამოითხოვდა ღვთისაგან ზოგიერთი ბერ-მოძღვარი. თუმცა ეს ჩვენ არ გვჭირდება. მთავარია, არ ვდრტვინავდეთ ღმერთზე ყოველწუთას, როცა რამე სირთულეს გადავაწყდებით და ვმადლობდეთ მას ყველა იმ სიკეთისთვის, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში რომ არსებობს.

დადგება კი ის დრო, როდესაც კაცი, მეცნიერების დახმარებით, ყოველგვარი სნეულებისაგან გათავისუფლდება? არა, არასოდეს! ეს ამპარტავნების ცდომილებაა! ავადმყოფობა, ისევე როგორც სიკვდილი, კაცობრივი ბუნების ცოდვით დასნებოვნების შედეგია. ავადმყოფობისადმი დამოკიდებულება უნდა შევიცვალოთ. იგივე უძილობა, რომლის განმაკურნებელი წამალი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს, შეგვიძლია, გამოვიყენოთ როგორც საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრების, სინანულისაკენ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. ასევე შესაძლებელია, ავადმყოფობა განვიხილოთ, როგორც ღვთისაგან დაშვებული თუ ჩვენი სოციალური მდგომარეობით გამოწვეული. კიბო, როგორც წესი, ზნეობრივი კანონების დარღვევასთან დაკავშირებული ავადმყოფობაა. ხშირად ის თვითდასჯაა. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. მისი განკურნება ღვთის წყალობით ზოგჯერ ექიმების საშულებით ხდება; ზოგჯერ კი – რელიგიური სიწმინდეებით. თუმცა კიბოს მკურნალობის წმინდად სამედიცინო მეთოდი უმეტესად მოქმედი არ არის ხოლმე. ანდა თავად ონკოლოგიურ დაავადებებს მოგვიანებით სხვა ავადმყოფობა ჩაანაცვლებს; როგორც თავად ამ სნეულებებმა ჩაანაცვლა თავის დროზე ჭირი და კეთრი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ესენიც ჯერ კიდევ გვხვდება. კიბო მომავალიშიც განიცდის მუტაციას, კაცობრივი ცოდვებისა და შეცოდებების მუტაციის შესაბამისად. მიამიტობაა ვიფიქროთ, რომ კაცობრიობას ვინმე ონკოლოგიური დაავადებებისაგან გადაარჩენს. ყველა სნეულებათა შორის ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე უკეთ განასახიერებენ კაცის დამანგრეველ ცოდვას.

ოპტინელი ბერ-მოძღვარი იოსები წერდა: „ზოგიერთი გველის ნაკბენის სამკურნალოდ ლოცვას იყენებს. არსებობს უაზრო ლოცვები, ზოგი კი პირდაპირ გმობის სიტყვებს შეიცავს. ასეთი ლოცვები ეშმაკს ახარებს, თუმცა თავისთავად შესაძლოა, მათ მართლაც უშველონ.“

ყოველთვის უკიდურესად ფრთხილები და შეიძლება ითქვას, ეჭვიანებიც უნდა ვიყოთ იმ ყველაფერის მიმართ, რაც სულიერ პრობლემებს ეხება. ისინი უკიდურესად რთული და ფაქიზია ხოლმე. თვით ბიბლიაც კი – ეკლესიური კონტექსტის გარეშე, – ოდენ ისტორიულ-ლიტერატურულ წყაროდ აღიქმება.
თუკი თქვენ ქრისტიანი ხართ და ამავე დროს მიმართავთ ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, მისდევთ კარმის გაწმენდას და საკუთარი ბედის კორექტირებას, ასევე ნებისმიერი ფერის მაგიას, სწორედ ამ დროს ამოქმედდება პრინციპი “ზუსტად პირიქით”. ვიდრე ქრისტიანი ხართ, ეს ყველაფერი თქვენზე არ იმოქმედებს. ხოლო, როდესაც – ოკულტური პრაქტიკით გატაცების გამო – ქრისტიანობაზე იტყვით უარს, მაშინ უკვე აღარ დასჭირდებით აღარც წყვდიადის ძალებს, რომლთა მეთაურიც „სიცრუის მამად“ იხსენიება.

სხვადასხვა სახის მკურნალებისგან და ექსტრასენსებისგან შემოთავაზებულ ლოცვებს საპირისპირო ძალა აქვთ. ისინი ვნებენ მათ, ვინც წაიკითხავს. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი უნდა შეესაბამებოდნენ მოცემულ საინფორმაციო სისტემას. ლოცვაში შეიძლება აურაცხელი რაოდენობით იყოს გამოყენებული ღვთის სახელი და სხვა თვით მართლმადიდებლური ლოცვისთვისაც დამახასიათებელი სიტყვა, მაგრამ ამავე დროს იყოს სწორედ რომ სულაც არაქრისტიანული, ოკულტური. და მიემართებოდეს არა ღმერთს, არამედ მის მოწინააღმდეგე ძალებს.

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ადამიანს მხოლოდ მისი ძალების შესაბამის განსაცდელს აძლევს. თუმცა შეიძლება, რომ ის სრულიად გადაულახავად გვეჩვენებოდეს. ხალხის ძირითადი ნაწილი, დედამიწაზე საკუთარი მდგომარეობის მიუხედავად, ხორციელ განსაცდელებს გადის. მაგრამ ავადმყოფობა სულაც არ არის ბოროტება.

ზოგჯერ ავადმყოფობა სიკეთეა. სრულიად ჯანმრთელი ხორცი შესაძლოა სულისათვის ბოროტების მომტანი აღმოჩნდეს. ის უძილობაც შეიძლება ჩვენთვის მოცემული იყოს, როგორც გადარჩენის შანსი. ჩვენი ცოდვები ხარობენ და ძილის საშუალებას არ გვაძლევენ. ამიტომ ეს დრო ლოცვისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვეღარ ვიტყვით, ლოცვისთვის დრო არ გვქონდაო.

„საჭირო კია ჯანმრთელი სხეული?“ – იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: „დიახ, საჭიროა, ის დედამიწაზე ჩვენი მისიის განსახორციელებლად მოგვეცა.“ სნეულება იმის გამო მოიწევა ხოლმე, რომ ადამიანი თავისი ცოდვებით საკუთარ დანიშნულებას არ ასრულებს, ანდა, რაც შედარებით იშვიათია, სულიერი ზრდისთვის. როგორც წმინდა იოანე კრონშტანდტელი წერდა: „სხეული მოღალატე და ცვალებადი მეგობარია.“ ბევრი გამოჯანმრთელებისთანავე ივიწყებს, ღმერთსაც, საკუთარ სულსაც და საერთოდ – ყველაფერსაც… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ან გამოჯანმრთელებისთვის არ უნდა ვლოცულობდეთ. მთავარია, ღვთის მადლიერები ვიყოთ მონიჭებული წყალობისათვის და ის ბოროტად არ გამოვიყენოთ.

სტატიების კრებული
2015 წ.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები