მთავარისაზოგადოებასკანდას ციხე-სიმაგრე

სკანდას ციხე-სიმაგრე

სკანდას ციხე-სიმაგრე მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდის ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ და მეტად დაქანებულ მთაზე, რომლის სიმაღლე 120 მ-ია. ჩრდილოეთით მას ჩამოუდის ღელე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი “გვირაბ ღელეს” უწოდებენ, ხოლო სამხრეთით “ბერის წყარო” ანუ “სათავის წყარო”. ციხის სამი მხარე თითქმის მიუვალ გორაკებსა და ტყეებს უჭირავს, მისასვლელი გზა კი მხოლოდ სოფლის მხრიდანაა. სახელწოდება – “სკანდა” თუ “სკანდე”, დაუზუსტებელია.

სკანდის ციხე-სიმაგრე

ციხის ადგილმდებარეობა წარმოდგენილია ყველა იმ აუცილებელი ფორმით, რომელიც სჭირდებოდა როგორც ქალაქს, ასევე ციხე-სიმაგრეს. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე წერს: “მხოლოდ ახლა, ჩვენი მეფობისას დაპყრობილია უდიდესი და ძველი სიმაგრეები სკანდისი, სარაპანისი და მუხირისი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები