22 ივლისი 2024, ორშაბათი
მთავარისხვადასხვა"სისხლის ყივილი"

“სისხლის ყივილი”

საქართველოს სიყვარულის საოცარი ამბავი “თურქეთის ქართველისაგან”

არსებობს ასეთი გამოთქმა: “საქართველოს ისტორია დაწერილია, მაგრამ ქართველების ისტორია დასაწერი გვაქვსო”.

orhani მართლაც, ასე იყო უძველესი დროიდან, ომისა და ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზთა გამო უამრავი ქართველი იძულებული იყო სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა და თან წაეღო საქართველოს სევდა და ტკივილი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს სიყვარული უხილავი ძაფებით მუდამ აკავშირებდა და დღემდე აკავშირებს საქართველოსთან, სამშობლოდან საუკუნეების წინ გადახვეწილ ქართველებს და მათ შთამომავლებს.

დღეს, თურქეთის თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობენ ასეთი ქართველები, რომლებმაც საქართველოს საოცარი სიყვარული წინაპრებისაგან სისხლთან ერთად მიიღეს მემკვიდრეობით.

გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის, ბატონი ორჰან სადაგი-ბერიძის წერილსა და ინტერვიუს, რომელიც სავსეა უსაზღვრო სიყვარულით, სევდითა და ტკივილით, სიამაყითა და სიხარულით და რა თქმა უნდა, იმედით, საქართველოს გაბრწყინების იმედით…

ბატონი ორჰანი საქართველოს უახლესი ისტორიის გმირად უნდა მივიჩნიოთ, რადგან იგი მართლაც რომ საგმირო საქმეს აკეთებს. მან ოთხი წლის წინ შეისწავლა ქართული ენა და ახლა თავად ასწავლის თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წინაპართა ენას.

წერილი:
” ნება მომეცით ყველას მოგესალმებით: მე თურქეთში დაბადებული ქართველი ვარ. ჩემი წინაპრები 1876-1877 რუსეთ-ოსმანთს ომის შემდეგ საქართველოდან თურქეთში (ქალაქ გირესუნში) მოსულან. გირესუნი შავი ზღვის გვერდზე ზღვისპირა ქალაქია. მე გირესუნში დავიბადე გავიზარდე. 22 წლის შემდეგ სტამბოლში მოვედი და 22 წელად სტამბოლში ვცხოვრობ. სტამბოლ მერიაში ვმუშაობ და სტამბოლში მქონე საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის მოადგილე ვარ.

საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა. ეს მშობლობისაგან ჯერ კიდევ ბავშვებისას შევიტყვე. მაშინ ეს სიტყვა „საქართველო“ არაფერს მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდა. დღეს კი, ცოტად თუ ბევრად ვიცი საქართველოს წარსული და აწმყო. ვიცი, რომ ის დიდი ისტორიული წარსულის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის სახელმწიფოებს შორის.

მე 4 წელ წინათ ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში ქართულად კურსები გავაკეთეთ და ქართულად კითხვა-წერა ან ლაპარაკი ვისწავლე.

ერთხელ დედაენას სწავლას დროს ქართულ გაკვეთილიდან სახლში მოვედი და დედაენას მომავალ გაკვეთილს ვუყურებდი. სახლში მეუღლე ან ბავშვები არ იყვნენ. ასე წერდა: თ – თ – თო – თოხ – თოხი. თოხი რომ წავიკითხე, წინაპრები გამახსენდა და ცრემლები მოვიდა და ვიტირე. მე 1994 წელს მამიკო გადაიცვალა და არ ვიტირე. თოხს სიტყვას ვიტირე, რადგან „თოხი“ სიტყვით 140 წელ უკან წავედი. თოხი ჩემთვის 140 წელ წინათ ბაბუას ბაბუას ანუ საქართველოს სურნელი იყო, რომელშიც ეძახდნენ თოხი ამეიტაიო.

ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ.

კიდევ პაპას პაპას წერილი დავიწერე: მეთქი, „დიდად პატივცემულო ბაბუას ბაბუავ! მე შენი შვილის შვილი ვარ. შენ გენაცვალე. ღმერთმა შენს და ყველა მკვდარი ბაბუებს გაანათლოს. მე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა ვისწავლე. მგონია შენ კითხვა ან წერა არ იცოდი. მე კი კითხვა-წერა ვისწავლე. ბაბუაკო, ყველამ ადექით საფლავიდან, ერთ საათ ქართულად ან ქართულ კულტურას შესახებ დავილაპარაკოთ და მერე ერთად დავწვოდ საფლავში“. მერე ვიტირე…

ჩვენ ბავშვებისას მამაჩემი რადიოში ამბები რომ უსმენდა, ხანდახან ჩუმად რუსულ სიტყვები მოდიოდა და მამაჩემი: „შვილებო, ჩუმად იყავით, შეიძლება ქართულ სიტყვები მოვა და ვუსმენდ“. ბიძაებს ერთად სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მამაჩემი თურქულად ძნელად ან შეცდომით ლაპარაკობდა. ძალიან უყვარდნენ ქართულ კულტურა. ჩემი ასეც ბევრი მოთხრობა არი.

ახლა კი ვისწავლე რომ, საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, პირველი ლიტერატურული მნაწარმოები, ჩვენამდე მოღწეული, 5 საუკუნით თარიღდება. ოსმანეთს არქივიდან ვისწავლე რომ ოსმანეთს დროს 16 ცალი ქართველი ოსმანთს პრეზიდენტი ყოფილა. ვისწავლე, რომ ბევრი გენერალი ყოფილა. ოსმანეთს პარლამენტში ბევრი ქართველი წევრი ყოფილა. ახლაც თურქეთის პარლამენტშიც ბევრი ქართველი პარლამენტის წევრია. თურქეთის პრეზიდენტი თაიბ ერდოღანი ქართველია. სტამბოლ ან ბურსას მერი ქართველია. თურქეთში ბევრი ქართველი ხელმძღვანელი არი. რაც შეეხება ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხეში ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თუქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. თუმცა ვიცით, რომ იყო დრო, როცა ჩვენი ისტორიული სამშობლო ძალიან შორეულად და მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. დღეს კი, საქართველო გახსნილია ყველა კეთილშობილურ სტუმრისთვის და ჩვენ – თურქეთის ქართველობას გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალს, მათ ნასახლარებსა თუ საფლავებს.

ჩვენ თურქეთში არ ვგრძნობთ თავს მოწყვეტილად ჩვენი ისტორიული სამშობლოდან. მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს კანონი ორმოქალაქეობის შესახებ და გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.

კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ სერიოზულ წარმატებებს.”

ბატონო ორჰან, როგორ აღმოაჩინეთ თქვენი ქართული გვარი?

თურქული გვარი ჩემმა წინაპრებმა 1927 წელს მიიღეს თურქეთის რესპუბლიკაში. წინად ემინოღლი (ემინიშვილი) ყოფილა ჩვენი გვარი ოსმანურად.

წარმოშობით ჩემი წინაპრები აჭარიდან, ქედის სოფელ წონიარისიდან ყოფილან. ჩემი ქართული გვარი, ბერიძე, ახლად ვიპოვე.

orhani, baiari ჩვენს ორგანიზაციაში, “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია,” სტუმრად იყვნენ ქართველები, მათ შორის აჭარიდანაც, სოფელ წონიარისიდან. მე მათ ვუთხარი რომ ჩემი გვარი ოსმანურად ემინოღლია, მათ კი მიპასუხეს რომ შენი გვარი ბერიძეა-ო, რადგან სოფელ წონიარისში სულ ბერიძეები სახლობდნენ-ო. კიდევ ბევრი წონიარისელი ვნახე, მათაც იგივე დამიდასტურეს.

თუმცა ჩემთვის ქართული გვარის პოვნა პრობლემა არაა, რადგან ყველა ქართული გვარი ჩემი გვარია და ყველა ქართველი ჩემი და-ძმაა.

როდის დაარსეთ “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია” და რას ემსახურება?

“საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია” 2004წელს დავაარსეთ. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურულ კავშირებს ამყარებს. აქ ვასწავლით ქართულ ენას, საქართველოდან ჩამოგვყავს მოცეკვავეთა ჯგუფები. ჩვენი ხშირი სტუმრები არიან ასევე საქართველოს სახელმწიფო პირები. აგვისტოს ომის დროს დიდი საპროტესტო მიტინგი მოვაწყვეთ. ვეხმარებით სატამბოლში საქართველოდან ჩამოსულ სტუდენტებს და ა.შ.

თავდაპირველად ქართულს მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციაში ვასწავლიდით, ახლა სტამბულში უკვე სამი ასეთი ორგანიზაცია არსებობს. ეს ძალიან კეთილშობილური საქმეა.

ნესტან ბლუაშვილი

მსგავსი სტატიები

17 COMMENTS

  1. გული მტკივა ასეთი ამბების გაგონებისას და მეცინება სიმწრით ჩვენ აქ ვართ და არ ვაფასებთ ჩვენი ენის სიდიადეს და ვერ ვითავისებთ თუ რა დიდი ერის შვილები ვართ და სხვა ქვეყანაში გადახვეწილი ადამიანები კი მოგვტირიან,სწავლობენ და ცდილობენ დაიბრუნონ თავისი წარსული ,ჩვენ კი გულგრილად თითქოს არაფერი უემოციოდ ვცხოვრობთ.მადლობა თქვენს ჟურნალს ასეთი აუცილებელ თემებზე რომ საუბრობთ.

  2. ძალიან დიდი მადლობა ქ-ნო შორენა! თქვენ უფრო ქართველობთ და მე თქვენს ძალიან ვპატივგცემთ. თქვენ საქართველოში, რომ არ იცხოვროდოდეთ ჩვენს ვერ ვიპოვებდით თქვენს და ჩვენი კულტურა. მადლობა თქვენს და ყველა ჩვენ და-ძმებს! კეთილი სურვილებით!

  3. გული ამიძგერდა და ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა ამ სტატიის წაკითხვისას ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ბატონო ორჰან.

  4. ღმერთმა გაგახაროს ბატონო ორჰან, თქვენი ასეთი გამბედავი ნაბიჯით ბევრ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველს მისცემთ გამბედაობას რომ საქართველოს სიყვარული ხმამაღლა წარმოსთქვას, ჩვენი გვარიდანაც ყოფილა ყაბარდო ბალყარეთში გადახვეწილი პატარა ბავშვი, რომელსაც რქმევია გუა, გუა სვანური სახელია, ბავშვს რომ მამა-პაპათა ჯიში არ დაეკარგა გვარად გუაევი ჩაუწერია, ეს ამბავი თავის შვილიშვილებისთვის გადაუცია და მესამე თაობამ გვიპოვა და იმის მერე ისინი მეორე გვარს ხარძიანსაც ატარებენ, რუსეთ საქართველოს ომმა კიდევ დაგვაცილა ერთმანეთს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა დიდხანს არ გაგრძელდება და იმედი მაქვს ჩვენ ისევ აღვადგენთ ურთიერთობას და ისევ ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდებით. უსურვებ ყველა ქართველს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, რომ , მარტო გვარი კი არ იპოვონ, არამედ, დაამყარონ კონტაქტი საქართველოში მცხოვრებ ძირით ნათესავ ადამიანებთანაც

  5. ქ-ნო ნატო, ბ-ნო თენგიზ; ჩვენ ნამდვილად და-ძმები ვართ! ძაან მიხარია,რომ თქვენსსავით ეროვნულ ხალხის შვილი ვარ! გაუმარჯოს ჩვენი მეგობრობა! გაუმარჯოს საქართველოს! პატივისცემით!

  6. საამაყოა ბ-ნ ორჰანისნაირიი შვილები საქართველოსთვის…მდლობა დიდზე დიდი ნესტანს ესეთი საოცარიი ისტორიის ჩვენთვის გაცნობისათვის,სიამოვნებით წავიკითხე.

  7. ვიტირე ბევრი, ღმერთი გფარავდეთ ბატონო ორჰან

  8. ჩვენო ძვირფასო ქართველებო, გფარავდეთ უფალი

  9. ვამაყობ თქვენით ბატონო ორჰან. ღმერთი გფარადეთ. მე ვიცნობ სტამბულში მცხოვრებ ქართელებს, რომლებსაც თქვენსავით უყვართ საქართველო და ოცნებობენ საქართველოს გაბრწყინებაზე. ღმერთმა გისმინოთ….

  10. ძალიან დრამატული ამბავია, გული მწყდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ ვინტერესდებით ჩვენი წარმომავლობით, ვინ იყვნენ ჩვენი ბებია ბაბუები და ამიტომ ამ კაცის ასეთი ქმედება ძალიან დასაფასებელია.

  11. ჩემს განზრახვას გაგანდობთ.
    მსურს ქართულ ენაზე გაკვეთილები ან ლექციები
    ცხრა თვის მანძილზე კვირაში სამჯერ სამ-სამი საათი
    გურჯებს ჩავუტარო:
    სამართლის თეორიაში, საერთაშორისო სამართალში,
    სახელმიფოს თეორიაში, საქართველოს კონსტიტუციურ
    სამართალში. თუ ადგილობრივები ისურვებენ მათ გავაცნობ:
    რუსთაველის მოძღვრებას “მართალი სამართლის” შესახებ
    (“ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად”),
    ილიასა და ვაჟას მოძვრებას სამართლის შესახებ, პეტრე გელეიშვილის
    ნაშრომის “წითელი წიგნი” ძირითად დებულებებს 1915 წლის
    მოვლენებთან დაკავშირებით. (ეს ნაშრომი ადგილობრივ და არა
    მარტო ადგილობრივ ხელისუფლებას დააინტერესებს. იხ დანართი).
    (შრომის ანაზღაურება უნდა მოხდეს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით).
    სხვათა შორის, მერაბი და ზვიადი ჩემი თანაკლასელები იყვნენ, ხოლო მერაბი – ჩემი ბავშვობისა და ყრობის მეგობარი…
    დაბადების მოწმობის თანახმად ჩემი სახელია “გურჯი”…

    პატივისცემით,
    ბიძინა სავანელი
    bsavaneli@yahoo.com

  12. K A R I B I (Petre Geleishvili), RED BOOK, Tiflis 1920

    CONTENTS:

    PART ONE
    ARMENIAN REVOLUTIONARY FIGURES IN TURKISH ARMENIA AND WE
    Intoduction
    I. WE AND THEY
    II. THE ARMENIAN QUESTION IN TURKEY
    III. THE REBELLION OF THE ARMENIAN REVOLUTIONARY FIGURES
    IV. THE TRANSFER OF REVOLUTIONARY ACTIVITY IN TRANSCAUCASIA
    V. ORGANIZATION of the ARMENIAN TROOPS
    VI. THE ACTIVITIES OF ARMENIAN TROOPS
    VII. SOME STATISTICS
    VIII. DESTRUCTIVE SEPARATISM
    IX. THE ACTIVITIES OF THE ARMENIANS IN PUBLIC ORGANIZATIONS AND AT THE FRONT
    X. THE ARMENIAN LEADERS TO THE RUSSIAN POPULATION OF ARMENIA

    PART TWO
    THE RESTORATION OF THE GEORGIAN STATE
    I. The STRUGGLE FOR the INDIVISIBILITY
    II. THE BOLSHEVIKS AT WORK
    III. TALKS ABOUT THE WORLD
    IV. AN ULTIMATUM TO TURKEY AND THE SEPARATION OF THE CAUCASUS FROM RUSSIA
    V. TERRIBLE DAYS IN the LIFE of the TRANS-CAUCASIAN DEMOCRACY
    VI. THE COLLAPSE OF THE CAUCASUS AND THE PROCLAMATION OF THE DEMOCRATIC REPUBLIC OF GEORGIA
    VII. A BIT OF HISTORY
    VIII. ARMENIAN-GEORGIAN WAR
    1.The betrayal of the Armenians?
    2. Refugee question.
    3.The issue of borders.
    IX. AN APPEAL TO THE GERMANS
    X. WHETHER there was an AGREEMENT BETWEEN TURKEY AND GEORGIA
    XI. THE REASONS FOR THE DISSATISFACTION OF RUSSIAN OFFICIALS
    CONCLUSION

  13. Preface

    The re-edition of the book of the Georgian Social-Democrat – Petre Geleishvili – certainly has historical, scientific and didactic value, since it is based on documentary material analysis of the historical developments in South Caucasus at the end of the first 20-years of XX century.
    The mistakes made by the governments of Armenia, Azerbaijan and Georgia had a negative impact on the historical destiny of the peoples of the Caucasus. The Armenians raid as the fault of the leaders of the Turkish Adventurer-Armenians, loss by the Georgia territories based on the Treaty between Russia and Turkey without the participation of Georgia, a complete loss of independence of the North-Caucasus peoples, the ethnic cleansing of Azerbaijanians in Nagorny–Karabakh are the result of the uncoordinated actions of governments and political parties of these countries.
    The book should be instructive lesson especially for small Nations. In this plan, on the agenda is the introduction of self-discipline which we call comparative legal historiography.
    Undoubtedly, the book will interest not only specialists, but also a wide range of readers in order to take into account the difficult issues of global policy against the cradle of the European Civilization – Caucasus.

    Bidzina Savanelli,
    Doctor of legal Sciences, Professor,
    Expert on human rights.
    October 24, 2007

  14. „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.
    ძველი ქართული

    «ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს;
    მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს».
    რუსთაველი

    “ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ,
    გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით.
    „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია,
    ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც.“
    ილია

    ის ვინც ხმას სააკიანსა და მის გუნდს მისცემს,
    ის საქართველოს „წითელ თუმნიანებზე” ყიდის!

    საქართველოს
    ზოგიერთი კუთხის უცხოეთზე სულმიყიდულ მსტოვარზე
    დიდი მგოსნის მრავლობითში გარდასახული
    შემდეგი კუპლეტი ზედგამოჭრილია:

    საქართველოს ყველა კუთხის ყველა მოქალაქეზე,
    რომელმაც ხმა სააკიანსა და მის გუნდს მისცა,
    დიდი მგოსნის ლექსი ზედგამოჭრილია:
    ”ფარისეველნო, გაუტანელნო,
    სხვასთან თავმხრელნო,
    შინ ორმოს მთხრელნო,
    ნაგავის მყრელნო,
    თქვე ჭრელო გველნო,
    რამ შეგაძულათ,
    სთქვით, საქართველო?!”
    აკაკი

    „ჰაოს და ქართლოს“
    „სულთა-მხუთავის ძმობასა სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო“.
    ვაჟა

  15. გურჯის სული გეოგრაფიულ სივრცეში განფენილი

    ისტორიულად აღმოსავლური ერები, არაბული ერების ჩათვლით,
    კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ჩათვლით ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას
    „გურჯისტანად“ ანუ მგლების ქვეყანად მოიხსენიებდნენ.
    („გურჯი“ – მგელი, „სტანი“ – ქვეყანა).
    სხვათ შორის, ჩეჩნების დროშაზე დღემდე მგელი არის გამოსახული.
    ყველა ცოცხალი არსებისაგან, მათ შორის ადამიანისაგან განსხვავებით,
    მგელი სისხლით ნათესავებთან სქესობრივ კავშირს არ ამყარებს.
    ჩვენ, საქართველოში ყველა კუთხის მაცხოვრებელი
    (სომხების, ოსების, აზერბაიჯანში მაცხოვრებელი თურქების
    და სხვა არაკავკასიური წარმომავლობის ტომებისაგან, განსხვავებით),
    ერთად-ერთი სუფთა თეთრი კავკასიური რასა ვართ.
    ეს არის უკვე გენეტიკურადაც დადასტურებული ფაქტი.
    „გურჯიდან“ მომდინარეობს “გიორგი“ (ზოგად-ქართულად), „გევორქ“ (სომხურად),
    “George” (ლათინურად), „გურზინ“ ანუ „გრუზინ“ (რუსულად) და ა.შ.
    რატომ ვუკავშირებთ ჩვენს სამშობლოს ერთ-ერთი კუთხის – ქრთლის – სახელს?!
    შემოვიღოთ: „გურჯიეთი’,
    რომელიც ისტორიულად მაგალითად შემდეგ კუთხეებს მოიცავდა,
    როგორიც იყო და არის:
    „მესხ-ეთი“,
    „ხევსურ-ეთი“,
    „კახ-ეთი“,
    „კუხ-ეთი“,
    „იმერ-ეთი“,
    „აფხაზ-ეთი“,
    “კოლა-ეთი“(მოგგვიანებით კოლხ-ეთი“),
    „კარდუხ-ეთი“ (მოგგვიანებით ქართუხ-ეთი“).

    პატივისცემით,
    ბიძინა სავანელი
    სამართლის დოქტორი,
    ხმელთაშუა ზღვის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის
    მთავარი რედაქტორი,
    ხმელთაშუა ზღვის სოციალურ და საგანმანათლებლო კვლევათა ცენტრის
    სამეცნიერო საბჭოს წევრი და მეცნიერ-კორდინატორი.
    (რომი, იტალია)

  16. „ცუდი დროება დაგვიდგა,
    ძალიან ცუდი დარია,
    თაგვები კატებს ახრჩობენ,
    ტურამ ლომს ხელი დარია.
    ქორი დაქოჩრა ქათამმა,
    ომი შეექმნათ ცხარია,
    „საგმირო“ საქმეებს სჩადის
    ინდაურების გვარია.“
    ვაჟა (1906)

  17. “ყარსის ხელშეკრულება სამართლებრივად იმთავითვე ბათილი იყო”.

    ქალბატონებო და ბატონებო, მოხსენების შესავალს ერთი წინადადებით გამოვხატავ: ქართული ცივილიზაციის აკვანი დღემდე თურქეთს აქვს მიტაცებული.
    მოდით გაუყალბებელ ისტორიულ ფაქტებს მივყვეთ.
    პირველ მსოფლიო ომში თურქეთის დამარცხებამ საქართველოს მიმართ თურქეთის მიერ შეთხზულ პრეტენზიებს ზღვარი დაუდო. საფრანგეთს, ინგლისსა და დამარცხებულ თურქეთს შორის 1918 წელს დადებული იქნა მუდროსის ხელშეკრულება, რომლის ძალით თურქეთმა დატოვა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილი – აჭარა.
    1919 წლის 31 აგვისტოს მემედ-ბეგ აბაშიძის ინიციატივითა და მისი ხელმძღვანელობით ბათუმში ჩატარდა ქართველ მუსულმანთა წარმომადგენლების ყრილობა, რომელმაც მშობლიურ საქართველოსთან აჭარის მიერთება მოითხოვა. აქვე დავსძენ: აღნიშნული ფაქტი ზოგიერთმა ქართველმა მუსულმანმა ყურად უნდა იღოს და ის გაითვალისწინოს, რომ მათი წინაპარნი 18 საუკუნე ქრისტიანები იყვნენ).
    1920 წლის 12 იანვარს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა სცნო: თურქეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ინგლისმა, არგენტინამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ბელგიამ, გერმანიამ, რუსეთმა, ავსტრიამ, ჩეხოსლოვაკიამ და პოლონეთმა.
    საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ მოთხოვნა 1920 წელს პირველმა საფრანგეთმა დააყენა. ინგლისმა და იტალიამ საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა, ხოლო აშშ-მა თავი შეკავა. 1921 წლის იანვარში საფრანგეთმა კვალავ წამოყენა მოთხოვნა საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. მიუხედავათ ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრებებისა და წინააღმდეგობისა, საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი 1921 წლის 26 იანვარს ანტანტის სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურთა სხდომაზე იქნა განხილული.
    იმავე დღეს საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ანტანტის სახელმწიფოთა მთავრობის მეთაურებმა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტატი დე-იურედ სცნეს.
    უფრო მეტი. საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარების გვირგვინად წარმოჩინდა ევროპის სახელმწიფოთა კავშირის 1921 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება. (შიდა და გარე მავანთა გასაგონად ვაცხადებ: ევროპის სახელმწიფოთა კავშირის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა დღემდე არ დაუკარგავს).
    გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი იმავე დღეს პარიზში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევგენი გეგეჭკორს ჩაბარდა და საქართველოს მთავრობას გაეგზავნა.
    ამას მოჰყვა სხვა ქვეყნების მიერაც, მათ შორის თურქეთისა და რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დე-იურე ცნობა. (ამ ფაქტს ვერცერთი მათგანი ვერ გაექცევა).
    და ბოლოს, საერთაშორისო სამართლებრივი ფაქტი: საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინამორბედი ერთა ლიგის წევრი.
    რა ტერიტორიულ საზღვრებში იქნა ცნობილი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა?
    ევროპის სახელმწიფოთა კავშირს და ერთა ლიგას გადაწყვეტილების მიღებამდე წარედგინათ დიდ ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი და მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს რუქა ფრანგულ ენაზე.
    რუქაზე საზღვრები საქართველოს ისტორიულ პერიოდთან მიმართებაში მონიშნულია განსვავებული ფორმის ხაზებით.
    1. რუსეთის ყოფილი იმპერიის საზღვარი.
    2. საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული საზღვარი.
    3. საზღვარი სომხების მოთხოვნილემისამებრ.
    4. საქართველოს საზღვარი რუსეთთან ხელშეკრულების დადების დროს.
    საინტერესოა სომხების მიერ მოთხოვნილი ტერიტორია. დაწყებული აზერბაიჯანის საზღვრიდან ის მოიცავს მტკვრის მთელ მარჯვენა სანაპიროს, თბილისს, ხაშურს, ბორჯომის ხეობას, ახალციხეს, ახალქალაქს და ნუ გაიკვირვებთ – აჭარას.
    და მახსენდება დიდი ილიას სიტყვები: “ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, მრავალგზის შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ მტრად ნუ გვეკიდებით. „მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია”, ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი გონიერი სომეხი.“
    და ასევე მახსენდება ბუმბერაზი ვაჟას მოსწრებული გამოთქმა პოემიდან „ჰაოს და ქართლოს“: „სულთა-მხუთავის ძმობასა სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო“.
    ახლა თემას დავუბრუნდეთ.
    საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, სახელმწიფო ენა – ქართული.
    საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 107 მუხლის ძალით საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – სოხუმის ოლქს, ბათომის მხარეს და ზაქათალის ოლქს მიენიჭათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობის სტატუსი.
    დათქმის სახით, ოქსფორდის, კენბრიჯის და სხვა ავტორიტეტული ახსნა-განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით: ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა მოკლედ სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა ადგილობრივ თვითმართველობას.
    მაგრამ, ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა.
    ამჯერად, უკვე გასაბჭოებულმა რუსეთმა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.
    საბჭოთა რუსეთი ამით არ დაკმაყოფილდა და ერთი მხრივ თურქეთსა და მეორეს მხრივ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალით თურქეთმა აჭარის ნაწილი ბათუმითურთ საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად საქართველოს ისტორიული ნაწილი, ქართული ცივილიზაციის აკვანი – ტაო-კლარჯეთი – მიიღო.
    მანამდე კი, სახელდობრ 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას, რომლის ძალით “თურქეთი თანახმაა, დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ:
    1) ამ ადგილების მოსახლეობა ადმინისტრირების კუთხით ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ და კულტურულ უფლებებს, და ამასთან მოსახლეობა დაადგენს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება;
    2) თურქეთი უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლებით თურქეთისაკენ და თურქეთიდან ბათუმის პორტის გავლით, ბაჟის, ყოველგვარი დაბრკოლებისა და ნებისმიერი გადასახადის გარეშე, ასევე ბათუმის პორტით სარგებლობის უფლებით სპეციალური გადასახადის გარეშე.“
    მოსკოვის ხელშეკრულების ეს ნაწილი ყარსის ხელშეკრულებაში მეექვსე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი.

    დასკვნა.
    1. ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 26 სექტემბერს დაიდო ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია!
    2. დამპყრობი ქვეყნის საბჭოთა რუსეთის მიერ შექმნილი დაპყრობილი და ანექსირებული ქვეყნის საბჭოთა მთავრობის მიერ ხელმოწერილ ნებისმიერ აქტს საერთაშორისო სამართლის ძალა იმთავითვე არ ქონდა, რადგან ასეთი მთავრობა საერთაშორისო სამართლის ძალით ლეგიტიმური იმთავითვე არ იყო.
    დასასრულს, გულის ამაჩუყებელ ორი ლექსს წაგიკითხავთ.
    ნინო ნეკერიშვილი
    ტაოს დატირება

    ტაოვ, უნდა დაგიტირო,
    როგორც გაყიდული ბალღი,
    შვილიც ვარ და დედაც მქვია,
    დედაშვილურ ცრემლად დაგღვრი…

    ძვლებს ვილეწავ ფიჩხაწვრილად,
    ბღუჯად ძირს ჩამომაქვს თმები,
    როგორ გააპარეს საზღვარს,
    ჩვენი ბუმბერაზი მთები!

    ტაოვ ჩემო, დაჭრილი ხარ,
    მითხარ, როგორ გადმოგისხა
    სისხლი ამდენ წვალებაში,
    შერჩენილი მამასისხლად…

    ტაოვ, შენი ზურაბი ვარ,
    რომელ კედელს ჩაგაშენდე?
    რას გეყოფა ჩემი ხორცი,
    თორემ, მიჩუქნია შენდა…

    „შენ ხარ ვენახს” დანატრულო,
    მუეძინის კივილს ისმენ,
    მოითმინე, განკითხვისას
    შენს მალამოდ მოვა ქრისტე!

    უკვდავიც ხარ, მოესწრები
    ბედის ჩარხის წაღმა ბრუნვას,
    ტკივილოც და, მკურნალოც და,
    ტაოვ – ჩემო სასწაულო!

    ტაოვ, უნდა დაგიტირო,
    როგორც გაყიდული ბალღი…

    ზოგიერთი სეპარატისტისგან განსხვავებით,
    აი რა ლექს უძღვის ტაო-კლარჯეთს
    ოთარ რურუა
    დამწუხრებული ქართველის მონოლოგი

    ვინ გამომგლიჯა ხელიდან ტაო,
    მითხარ, ტკივილი ვინ მომაყენა?!
    ცრემლმორეული ვემთხვევი დაო,
    მოჭრილ ძუძუს და მოჭრილ მარჯვენას!..

    შუბლდალეწილი დავსტირი ტაოს,
    მწამს, ვეღირსებით ჩვენ გამარჯვებას.
    თუ დავმარცხდებით შამქორში ძმაო,
    ძირში მოგვკვეთენ მკლავებს მარჯვენას.

    ისევ დავსტირი წამებულ აბოს,
    რწმენით შევყურებ მომავლის ვარსკვლავს.
    და მოწიწებით ვემთხვევი დაო,
    სვეტიცხოველში ერეკლეს საფლავს.

    გმირის გულ-ღვიძლი ყვავმა დაკორტნა
    და სტირის ქრისტე ჯვარზე გაკრული!..
    მეც ვეწამები ვითარცა ცოტნე,
    თაფლწასმული და ხელგაბაწრული!..

    და მიუხედავათ ამისა ბატონებო, ნუ შედრკება თქვენი გული.
    დიდი პოეტის ლადო ასათიანის
    არ იყოს:
    „გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
    საქართველოს ძლიერებას – გაუმარჯოს!“

    ამინ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები