მთავარი » პოპულარული

სიონში წმიდა ნინოს ჯვარს გამოაბრძანებენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2013 | 1,985 ნახვა

მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ხსენების დღეს, 27 იანვარს ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება.

წმიდა ნინოს ჯვარიდღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენს, სადაც გამოაბრძანებენ წმიდა ნინოს ვაზის ჯვარს.

ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი