მთავარი » ქრისტიანობა

სინანულის საიდუმლო – დავით შონვაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2021 | 972 ნახვა

„უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი
ჩუენნი, სარწმუნო არს მართალ,
რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი
ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა“
(1 იოან. 1, 9)

სინანული მეორე ნათლობად იწოდება, რადგან ამ საიდუმლოში ადამიანი განიბანება, განიწმინდება ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვათა არაწმინდებისაგან. სინანულის საიდუმლოში მორწმუნე აღსარებას აბარებს მღვდელს, ანუ ღიად აღიარებს ღმერთის წინაშე თავის შეცოდებებს და მღვდლისაგან, როგორც მისი აღსარების მოწმისაგან, ცოდვათა მოტევებას იღებს: მღვდლის მეშვეობით, თავად ჩვენი მაცხოვარი და უფალი იესო ქრისტე შეუნდობს მას ცოდვებს. თავად სიტყვა „სინანული“ ბერძნულად metanoia ნიშნავს „ცვლილებას“, „საკუთარი თავის შეცვლას“, და არა მხოლოდ უწყებას მღვდლისათვის ჩვენი ცოდვებისა.

ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემელი, განამზადებდა რა ადამიანებს მაცხოვრის მისაღებად, „…ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა… და ნათელსიღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“ (მარკ. 1, 4-5). ცოდვათა მოტევების ხელმწიფება თავად უფალმა იესო ქრისტემ მოანიჭა თავის მოციქულებს, მათი სახით კი – ადამიანის ცხონების საქმის გამგრძელებლებს, მოციქულთა მემკვიდრეებს – ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, როცა უთხრა მათ: „…მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოან. 20, 22-23). მიიღეს რა ამის ხელმწიფება უფლისაგან, მოციქულები, და მათ შემდგომ მათი მემკვიდრეები, ყოველგან აღასრულებდნენ სინანულის საიდუმლოს.
სინანულის საიდუმლო, რომელიც ასევე აღსარებადაც იწოდება (თუმცა კი აღსარება სინანულის საიდუმლოს მხოლოდ ხილულ ნაწილს შეადგენს), უძველეს დროშია დადგენილი ეკლესიის მიერ. „საქმე მოციქულთას“ წიგნში ნათქვამია, „…მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა“ (საქმ. 19, 18).

აღსარებით იწყებოდა ყოფილ წარმართთა ქრისტიანული ცხოვრება. ზოგჯერ მიღებული იყო საჯარო აღსარება მთელი ქრისტიანული თემის წინაშე (V საუკუნიდან ეს პრაქტიკა ქრება). თუმცა, უფრო ხშირად აღსარება ფარული იყო სინანული მეორე ნათლობად იწოდება, რადგან ამ საიდუმლოში ადამიანი განიბანება, განიწმინდება ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვათა არაწმინდებისაგან. სინანულის საიდუმლოში მორწმუნე აღსარებას აბარებს მღვდელს, ანუ ღიად აღიარებს ღმერთის წინაშე თავის შეცოდებებს და მღვდლისაგან, როგორც მისი აღსარების მოწმისაგან, ცოდვათა მოტევებას იღებს: მღვდლის მეშვეობით, თავად ჩვენი მაცხოვარი და უფალი იესო ქრისტე შეუნდობს მას ცოდვებს. თავად სიტყვა „სინანული“ ბერძნულად metanoia ნიშნავს „ცვლილებას“, „საკუთარი თავის შეცვლას“, და არა მხოლოდ უწყებას მღვდლისათვის ჩვენი ცოდვებისა.

ჯერ კიდევ იოანე ნათლისმცემელი, განამზადებდა რა ადამიანებს მაცხოვრის მისაღებად, „…ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა… და ნათელსიღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“ (მარკ. 1, 4-5). ცოდვათა მოტევების ხელმწიფება თავად უფალმა იესო ქრისტემ მოანიჭა თავის მოციქულებს, მათი სახით კი – ადამიანის ცხონების საქმის გამგრძელებლებს, მოციქულთა მემკვიდრეებს – ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, როცა უთხრა მათ: „…მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოან. 20, 22-23). მიიღეს რა ამის ხელმწიფება უფლისაგან, მოციქულები, და მათ შემდგომ მათი მემკვიდრეები, ყოველგან აღასრულებდნენ სინანულის საიდუმლოს.
სინანულის საიდუმლო, რომელიც ასევე აღსარებადაც იწოდება (თუმცა კი აღსარება სინანულის საიდუმლოს მხოლოდ ხილულ ნაწილს შეადგენს), უძველეს დროშია დადგენილი ეკლესიის მიერ. „საქმე მოციქულთას“ წიგნში ნათ- ქვამია, „…მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა“ (საქმ. 19, 18).

აღსარებით იწყებოდა ყოფილ წარმართთა ქრისტიანული ცხოვრება. ზოგჯერ მიღებული იყო საჯარო აღსარება მთელი ქრისტიანული თემის წინაშე (V საუკუნიდან ეს პრაქტიკა ქრება). თუმცა, უფრო ხშირად აღსარება ფარული იყო.

მორწმუნე მღვდლის წინაშე აღიარებდა თავის ცოდვებს.
ქრისტიანულ ტრადიციაში ეკლესია აღიქმება როგორც სულიერი „სამკურნალო სახლი“, ცოდვა – როგორც სნეულება, აღსარება – როგორც მკურნალობა, მღვდელი კი – როგორც „მკურნალი“. წმინდა იოანე ოქროპირი გვეუბნება:
„შესცოდე? შედი ეკლესიაში და შეინანე შენი შეცოდება… აქ, ეკლესიაში, მკურნალია, და არა – მსაჯული; აქ არავინ არ განიკითხება, არ განისჯება, არამედ თითოეული მიიღებს ცოდვათა მოტევებას“.
არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა, თუკი ადამიანები გულწრფელად შეინანებენ, სასოებითა და ცოცხალი რწმენით აღიარებენ უფალ იესოს და მის მოწყალებას, უფალიც მიიღებს მათ: „…არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (მათ. 9, 13), – ამბობს მაცხოვარი. რაოდენ დიდი იყო პეტრე მოციქულის ცოდვით დაცემა, მაგრამ უფალმა მიუტევა იგი, როდესაც მან ჭეშმარიტად შეინანა.
წმინდა წერილი შეგვახსენებს იმ შემთხვევებს თუ პირობებს, რომელთა დროსაც ცოდვათა მიტევება არ ხდება. საღვთო წერილი გვეუბნება, რომ ღმერთის გმობა, „…არა მიეტეოს მას არცა ამასა სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათ. 12, 32). მაგრამ ამ ცოდვაშიც ჩავარდნილებსაც მიეტევებათ, თუკი გულწრფელად შეინანებენ და ცოდვებს აღიარებენ. „უკეთუ შეინანებენ, – ამბობს იოანე ოქროპირი ღმერთის მგმობელებზე, – ეს ცოდვაც მიეტევებათ მონანულთ. ღმერთის მგმობელთაგან შემდგომში, მიეტევათ ყველას, ვინც იწამა მისი“ (ანუ ვინც გმობას თავი დაანება).

აღსარებაზე მონანული უფრო მწვავედ განიცდის თავის ცოდვიანობას, და ამის შეგნება ხელს უწყობს მას ცხოვრების გამოსწორებაში. ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იშვიათად აბარებენ აღსარებას მოძღვარს, ანდა სულაც არ აბარებენ, როგორც წესი, სულ ვერ გრძნობენ თავს ცოდვილებად:
„მე ხომ ისე ვცხოვრობ, როგორც ყველა!“, „ჩემზე უარესებიც არსებობენ!“, „ბოროტი არავისთვის მიქმნია“, „აბა, ჩვენს დროში უცოდველი ვინ არის?“ – ყველაზე ხშირად ამგვარი სიტყვების მოსმენა შეიძლება ამ ადამიანებისაგან. ხოლო ის, ვინც ხშირად აბარებს მოძღვარს აღსარებას, ყოველთვის ბევრ ნაკლს პოულობს საკუთარ თავში და ცდილობს ებრძოლოს მათ. ეს, თითქოსდა, პარადოქსი იმით აიხსნება, რომ როგორც მტვერი და ჭუჭყი მოჩანს მხოლოდ იქ, სადაც სინათლეა, და არაბნელ ოთახში, ასევე ადამიანის ცოდვიანობაც იმის შესაბამისად ხდება ცხადი მისთვის, თუ როგორ უახლოვდება იგი ღმერთს, რომელიც არის ნათელი, და არა ღმერთისაგან შორს, რადგან უღმერთოდ ადამიანისათვის ყოველივე დაბნელებული და მღვრიეა. მოციქული იოანე ადასტურებს, რომ „უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არ არს ჩუენ თანა. უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (1 იოან. 1, 8-9).

აღსარებას ადამიანი ღმერთს აბარებს, მღვდელი კი – მხოლოდ „მოწმეა“, როგორც ეს სინანულის საიდუმლოს წესშია ნათქვამი. რისთვის არის საჭირო მოწმე, როცა თავად ღმერთისათვის შეგვიძლია აღსარების ჩაბარება? ეკლესიამ, უეჭველია, იმის გამო დააწესა აღსარების ჩაბარება მღვდლისათვის, რომ ითვალისწინებდა სუბიექტურ ფაქტორს: ღმერთისა ბევრს არ რცხვენია, რადგან ვერ ხედავენ მას, ადამიანის წინაშე ცოდვების აღიარება კი მათში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს სირცხვილი მაცხოვნებელია, რადგან ეხმარება ადამიანს ცოდვის დაძლევაში. გარდა ამისა, მღვდელი სულიერი წინამძღვარია, რომელიც შეეწევა მორწმუნეს ცოდვის დამარცხების სწორი გზის მონახვაში. აღსარება არ შემოიფარგლება ცოდვების მხოლოდ გადმოცემით, იგი გულისხმობს მღვდლის რჩევასაც, და ასევე – ზოგიერთ შემთხვევაში – ეპიტიმიასაც – სასჯელს, ანუ ზნეობრივ განწესებას ცოდვის საკურნებელად.
ცოდვების მოტევების მისაღებად მონანულ მორწმუნეს მოეთხოვება: შერიგება ყველა მოყვასთან, გულწრფელი შემუსრვილობა, სინანული საკუთარი ცოდვების გამო და მათი სიტყვიერი აღიარება, ანუ ხმამაღლა წარმოთქმა იმ მტკიცე განზრახვით, რომ ვეცდებით გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.
როცა სინანულის საიდუმლოსათვის მზადებას შევუდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია არამხოლოდ შეგნება საკუთარი ცოდვიანობისა, არამედ აუცილებელია საკუთარი ნების მიმართვაც გამოსწორებისაკენ, რათა გვინდოდეს და მტკიცედ გადავწყვიტოთ ვებრძოლოთ ჩვენს ბოროტ მიდრეკილებებს. გაცნობიერებული აქვს რა თავი ცოდვილად, მონანული ადამიანი ევედრება ღმერთს დაეხმაროს მას უკეთესი გახდეს და სულიერი ძალებიც მოანიჭოს ცთუნებებთან საბრძოლველად. ასეთი გულისმიერი და წრფელი სინანული იმისთვის არის საჭირო, რომ ამ საიდუმლოს ქმედითობა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ცოდვების მოცილებაზე, არამედ იმაზეც, რომ ადამიანის გახსნილ სულში მადლმოსილი კურნება იღვრებოდეს, რომელიც შეეწევა მორწმუნეს სულიერ ზრდასა და განმტკიცებაში.

თვით ამ ზეპირ აღიარებას ცოდვებისა – ხმამაღლა წარმოთქმას სულიერი მოძღვრის წინაშე საკუთარი სულიერი სნეულებებისა და დაცემებისა, – ის მნიშვნელობა აქვს, რომ ამ დროს დაიძლევა ადამიანის ამპარტავნება – ცოდვათა ეს მთავარი წყარო, – და საკუთარი გამოსწორების უიმედობის გრძნობა. ცოდვის დღის სინათლეზე გამოტანა გვეხმარება მის ძლევაში და გვაახლოებს მის განგდებასთან.სინანულის საიდუმლოში მონანულზე ღმერთის წყალობა მოემართება, რომელიც სულიერი მოძღვრის – მწყემსის ბაგეებით გვიმოწმებს, რომ ზეციური მამა არ უკუაგდებს მისკენ მავალს, ისევე, როგორც მან არ უარყო თავისი უძღები შვილი და მონანული მეზვერე. ეს მოწმობა საგანგებო – შენდობის ლოცვაშია გამოხატული, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს მონანულზე.
ცოდვასთან ბრძოლა ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, და ამ ბრძოლაში გარდუვალია დამარცხებანი, დაცემანი და სულიერი ჭრილობები. მაგრამ უფალი, მოგვმადლის რა ჩვენ, მის მორწმუნეებს, საკუთარი ცოდვების დანახვის შესაძლებლობას, გვანიჭებს ასევე სინანულის ძალასაც, მასთან – ჩვენს უფალთან შერიგებისა და სულიერი ძალების კვლავ შეძენის შესაძლებლობას. აი, სწორედ ეს აღესრულება სინანულის საიდუმლოში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთარი შეცოდებების გულწრფელი აღიარება სინანულის საიდუმლოში და შემდგომ ცოდვიანი ცხოვრების წესის შეცვლა, გათავისუფლება ამა თუ იმ ცოდვისა და ვნებისაგან, ნებას აძლევს მორწმუნეს იმედოვნებდეს, რომ ღმერთის სამსჯავროზე, რომელიც ჩვენ ყველას მოგველის, ეს ცოდვები ჩვენ არ შეგვერაცხება ბრალად, დანაშაულად.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი