მთავარი » სხვადასხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (20.02.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.02.2014 | 3,351 ნახვა

22 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა შინაგან საქმეთა სამინისტრო და წესრიგის დასაცავად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:

ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.

ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;

გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).

დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.

2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან, მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ ვაგზლის მოედნის („თბილისი ცენტრალის“ წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ „დიდუბის“ (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.

3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;

4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.

იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი