მთავარიქრისტიანობაროგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე?

როგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე?

“როდესაც მრისხანებაში ჩავარდები, მოიგონე სიმშვიდე ქრისტესი…”

სიმშვიდე“მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს,” – უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

ვისაც სურს, ღმერთს მიემსგავსოს, დაე, იგი მშვიდი და წყნარი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და დიდსულოვნად გადაიტანოს, როდესაც სხვები აწყენინებენ. “გიყუარდეთ მტერნი თქუენნი”, – ამბობს უფალი, – “და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაითა იყუნეთ თქუენ შვილნი მამისა თქუენისა ზეცათაჲსა; რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა” (მათე 5, 44-45; ლუკა 6, 27-28).

მრავალი სათნოებაა ქრისტიანისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ყველაზე მეტად სიმშვიდე, რადგან მხოლოდ ამით გაბრწყინებულთ უწოდებს ქრისტე ღვთის მიმბაძველთ. რამეთუ თავად ჩვენს მეუფესაც, მაცხოვარს , – იყო რა შეურაცხყოფილი, იწვნია რა დარტყმები, იქნა რა მილურსმული და ჯვარცმული, – მშვიდად გადაჰქონდა სიშმაგე იუდეველებისა.

მას ჰქონდა ძალა, დაესაჯა უკეთურნი, თუმცა ეს არ გააკეთა, საკუთარი ძალა იმაში აჩვენა, რომ მიწისძვრით შეარყია მიწა, აღადგინა მკვდრები, დააბნელა მზე და დღე ღამედ გარდააქცია, თავისი სიმშვიდე და კაცთმოყვარება იმითაც დაგვანახა, რომ არავის მიუზღო უკეთურთაგანს, რათა ყველას სცოდნოდა, ვინც კი დანაშაულებრივი ხელი აღმართა მეუფეზე, რომ ადვილად შეეძლო, გაშმაგებულნი დაესაჯა მას, ვინც ადვილად შეძრა მიწა და მეყსეულად დააბნელა მზე, მაგრამ რამდენადაც მშვიდი იყო, მშვიდად გადაჰქონდა სიცოფე უკეთურებისა. და არათუ მხოლოდ მშვიდად გადაჰქონდა ყოველივე ჯვარმცმელთა და მაგინებელთაგან, არამედ მამასაც ევედრებოდა, ზეციური ისრები არ დაეშინა მათთვის.

მაშ ასე, როდესაც შენ მძიმესა და აუტანელ შეურაცხყოფას დაგატეხენ და რისხვასა და მძვინვარებაში ჩავარდები, მოიგონე მაშინ სიმშვიდე ქრისტესი და მაშინვე შენც მშვიდი და წყნარი შეიქმნები. არა მარტო შენ მიიღებ უდიდეს სარგებლობას სიმშვიდისაგან, არამედ შენს მტერსაც მოუტან და ასწავლი, კეთილი იყოს, რამეთუ, როდესაც ის დაინახავს, რომ შენ მშვიდად გადაგაქვს უკიდურესი შეურაცხყოფა და თავს იკავებ განრისხებისაგან, უმალ ისიც მორჩილი და კეთილი გახდება, მიატოვებს მრისხანებას, სურვილი გაუჩნდება, შენი სიმშვიდის მომბაძავი გახდეს.

მას, ვინც მშვიდია, მაცხოვარი ქვეყნის დამკვიდრებას ჰპირდება.

როგორ შეიძლება, რომ მშვიდმა ადამიანმა, რომელიც სწორედ თავისი მშვიდი ბუნების გამო აღმატებასა და უფლებებს არ ეძიებს, დაიმკვიდროს ქვეყანა? ჩვენ ვიცით, რომ ეს აღთქმა ხშირად სრულდება. მშვიდი და წყნარი იყო დავით წინასწარმეტყველი და არც ფირობდა სხვა რამ ღირსება, გარდა მწყემსობისა, მიეღო, მაგრამ ღმერთმა იგი სამეფო ტახტზე აღამაღლა. მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები მაშინ, როცა, რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია?! აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა.

სულს საზრდოობა და უფლის სიტყვით დაპურება უნდა. უწინარეს ახალი აღთქმისა და დავითნის კითხვაში უნდა გაიწვრთნათ, რა დროსაც გონება ნათლდება და ღვთიური მადლით ივსება. გარდა ამისა, წმიდა წერილის კითხვისას ადამიანის სულში სითბო იღვრება, რომელიც განმარტოებისას სინანულს გგვრის. ამ დროს ადამიანი სითბოთი აღივსება და მასზე გულისა და გონების დამატკბობელი ზეციური მადლი გადმოდის. პირველ ყოვლისა, ეს შენთვის უნდა გაკეთო, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვო, როგორც მეფსალმუნემ გვასწავლა: “მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს სჯული შენი”…

“უნდა ეცადოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გახსოვდეთ დავითის სიტყვები: “მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. გულსა და გონებაში სიმშვიდე უნდა სუფევდეს და თქვენ იქნებით ბედნიერი.”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

ქეთი ჭელიძე

10 COMMENTS

  1. ძალიან კარგი სტატიაა. დიდი მადლობა.

  2. წაიკითხეთ მეორედ მოსვლა, უდიდეს ცოდნასაც შეიძენთ და სულიერადაც დაგაწყნარებთ!
    ეს არის ზღაპარი, რომელიც ყველა ზღაპარზე ტკბილია.
    “უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდვე გაეცი”!
    მეორედ მოსვლა – httpwwwfacebookcompagese183.blogspot.com
    “პირველ ეძიებდე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს!”

  3. didi madloba,yoveltvis vnaxulob xolme iset statias rogor sulier ganwyobilobasec var. dghes aforiaqebuli viyavi da var,imedi maqvs,rom am statiis wakitxvis shemdeg davmshviddebi.kidev ertxel didi madloba.

  4. მეფური სტატიაა.. ) აი რატომ არიან ჭეშმარიტი “მეფეები” მშვიდები, და უნდა იყვნენ კიდევაც.

    აქამდე თუ ვიცოდი რომ ადამიანი “მეფე” ხდება მაშინ როცა ცოდვას ამარცხებს, ეხლა ამას კიდევ დაემატა – სიმშვიდე. (“ადამიანი, რომელიც ცოდვაზე გაიმარჯვებს, უკვე მეფეა”, მამა ალექსანდრე)

    და ვხვდები თუ ვინ იყვნენ (და არიან) ჭეშმარიტი მეფეები ნებისმიერ სფეროში. მაგალითად ფეხბურთში, მე მარადონა მიმაჩნდა მეფედ და პელეს აღიარება უსამართლობად მიმაჩნდა. როცა მეფობის არსს ჩავწვდი, მივხვდი რომ დიეგო მხოლოდ იმ მომენტში იყო მეფე როცა საუკუნის გოლი გაიტანა.. და როცა ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა, გვირგვინს მართლა ვერღარ ეღირსა. მე დღესაც მარადონა მირჩევნია თავის თამაშით და ხატებით, მაგრამ ვიცი რომ დიეგო მხოლოდ იმ მომენტში იყო მეფე..

    ცოტა ბოდიშს ვიხდი, არარელიგიური თემა რომ შემოვიტანე, მაგრამ ჭეშმარიტება ხომ ყველგან უნდა იყოს:)

    დიდი მადლობა. მივბაძოთ მეფეებს! სიწმინდით და სიმშვიდით, ღმერთმა კაცი ხომ მეფედ შექმნა, თავის ხატად.

  5. “ადამიანი, რომელიც ცოდვაზე გაიმარჯვებს, უკვე მეფეა!!!”

  6. დიდი მადლობა…საინტერესო სტატიაა…უფალმა შეგვაძლებინოს სიმშვიდე…ზოგჯერ გიძნელდება….

  7. ჩემი აზრით,ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სიმშვიდეა,თუ მშვიდად არ ხარ საღად ვერ იაზროვნებ და ვერც იმოქმედებ. ასე უქვამთ, მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გვერდით ყველა ბედნიერი იქნებაო,ჩემი უდიდესი ნატვრაა ვიცხოვრო მშვიდ გარემოში და არავინ ცდილობდეს მის დრღვევას.ღმერტმა მოგვცეს მშვიდობა და ყველაპერი კარგა იქნება.

  8. მადლობა რომ ხართ. სულზე მომისწრებთ ხოლმე დაბარებულებივით. რა არის ეს თუ არა ღვთისწყალობა. დიდება უფალს

  9. ზოგჯერ ძალიან ძნელია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება,განსაკუთრებით მაშინ,როცა უსამართლოდ გექცევიან,მაგრამ უნდა გახსოვდეს_ ,,ქარს დათესავ,ქარისხალს მოიმკი”…სისხლი კი სისხლით არ დაიბანება.ეს ისევ შენთვისაა კარგი,შენი სულისთვის-როგორც ამიერ,ისე იმიერ სოფელსა შინა!

  10. მართლაც რო,არაჩვეულებრივი გვერდია.ეს სტატია მჭირდებოდა ზუსტად.მიჭირს ძალიან სიმშვიდის შენარჩუნება,განსაკუტრებით შვ ილებთან.ღმერთო გევედრები მომანიჭე სიმშვიდე. „უფალო,მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი„

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები