მთავარისხვადასხვასიკეთის მქნელები- "მისაბაძი ადამიანი" - ბაჩო გრიგოლია

სიკეთის მქნელები- “მისაბაძი ადამიანი” – ბაჩო გრიგოლია

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მიბაძვის ფენომენი ქცევის თავისებურებაა, რომელიც ცხოველებსაც ისევე ახასიათებს, როგორც – ადამიანს. ბაჩო გრიგოლია ეს არის ადამიანის ერთგვარი ტრანსფორმაციის ფორმა, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის თავისებურებები მიბაძვის შედეგად იცვლება უარესისაკენ, ან – უკეთესობისაკენ. შესაბამისად, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მთავარია რის გარშემო ვბრუნავთ, რას ვეძებთ, რა გვინდა, რისკენ მივისწრაფვით და ა.შ. ამგვარად, არსებობენ ადამიანები, რომელთა შემყურვალე ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, გადაჭარბებულად მიჩნდება სურვილი მათი მიბაძვის. ამ ადამიანების რიცხვი იმდენად დიდია, მათი სათითაოდ ჩამოთვლა და განხილვა არ იქნება უპრიანი. შევეცდები გადმოვცე ის, რის გამოც მაქვს დიადი სურვილი ვგავდე მათ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვბაძავდე სიკეთეს. სიკეთე ყველაფერშია. ხის დარგვაშიც კი დიდი სიკეთე დევს, ვენახის გაშენებაშიც, მისალმებაშიც, გაღიმებაშიც… სიკეთიდან გამომდინარე ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ გასცემენ მას, ადამიანებს, რომლებიც დაუფიქრებლად იღებენ გადაწყვეტილებას მოწყალებისთვის, ადამიანებს, რომელთათვის სხვისი ბედნიერება, ან თუნდაც იმაზე ფიქრია მთელი ცხონება შია, წყურია, ცივა, უხარია, ნატრობს ესა თუ ის ადამიანი. დაზუსტებით არ მახსოვს სად, მაგრამ ერთხელ ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: „ამქვეყნად ყველაზე მაგარი კაიფი სიკეთეა“ და ეს მართლაც ასეა. უანგაროდ გაღებული სიკეთის ფასი არაფერია. ამას გრძნობ მაშინ, როდესაც სხვის ტყავში ჯდები და ისევე იზიარებ იმ განცდას, რასაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული პიროვნება გრძნობს.

ჩემთვის მისაბაძია ის მშობლები, რომლებიც ქორივით თავს დასტრიალებენ შვილებს. ესეც ხომ სიკეთეა არა?! დიდი სიკეთე, შეუფასებელი სიკეთის ფენომენი. ჩემთვის მისაბაძია ჭირში, ლხინში, გაოჯახისწევრებული მეგობრები, რომლებიც ძმებისგან და დებისგან არაფრით განსხვავდებიან. ჩემთვის მისაბაძები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გურუდ არიან ქცეულები. ასევე, – ადამიანი გმირები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ მეორის გადასარჩენად. სიკეთის ფენომენი ყველა ადამიანში დევს, აქედან გამომდინარე, ადამიანები რომელთათვის სიკეთის ქმნა უპირველეს ყოვლისაა, ჩემთვის ნამდვილად მისაბაძები არიან. ასე რომ, ხალხნო, სიკეთისთვის ყოველთვის მზად იყავით. ნუ დაგენანებათ მცირედიც კი, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას რაოდენობებზე, წონაზე, ზომაზე, ფორმაზე და ა.შ. იმდენი გაიღეთ რამდენსაც გასწვდებით, შედით სხვის ტყავში და სიკეთე თავისი თვალებით დაგანახებთ მის ძალას.

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com „მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.

1 COMMENT

  1. ბაჩო გრიგოლია არის უნიჭიერესი, შემოქმედი, მაღალი ინტელექტის მქონე და ერუდირებული ახალგაზრდა, უმრავლოს ჩემქვეყანას ასეთი საამაყო და სასიქადულო მამულიშვილები. ვამაყობ შენით ბაჩო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები