მთავარი » ჯანმრთელობა

შიდსის მსოფლიო დღე – 2015

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2015 | 1,641 ნახვა

1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსის მსოფლიო დღედ. შიდსი 2015 დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. კერძოდ:

– აივ ნებაყოფლობითი ტესტირების გაზრდა იმ 21 მილიონი აივ ინფიცირებულის გამოსავლენად, რომლებმაც არ იციან საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ და ვერ ღებულობენ შესაბამის დახმარებას;

– მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა მსოფლიო მასშტაბით 36 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობა;

– მსოფლიოში, მკურნალობის პროგრამით აივ ინფიცირებული ბავშვების მოცვის გაზრდა 32%-დან 100%-მდე.

კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს:

2020 წლისთვის:

მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს:

აივ ინფიცირებულთა 90%-მა იცოდეს საკუთარი ინფიცირების შესახებ;

აივ ინფიცირებულთა 90% იღებდეს არვ მკურნალობას;

მკურნალობაზე მყოფი აივ ინფიცირებულთა 90%-ში მიღწეული იქნას აივ სუპრესია (სისხლში აივ ვირუსის ნულოვანი დონის შენარჩუნება)

ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000 წელიწადში
აივ ინფიცირებულთათვის შექმნილი იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

2030 წლისთვის კი „ნაბიჯები “კიდევ უფრო ამბიციურია:

მკურნალობა 95-95-95
ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000 წელიწადში და
აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო.

სტატისტიკა

აივ ინფექცია/შიდსი მსოფლიოში:

2014 წლის ბოლოსთვის:

36.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ ინფექციით, მათ შორის 2 მილიონი ადამიანის ინფიცირება მოხდა 2014 წელს;

მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15.8 მილიონი ადამიანი;

1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა;

სულ ეპიდემიის დაწყებიდან 2014 წლის ბოლომდე გარდაიცვალა 25 მილიონზე მეტი ადამიანი.

აივ ინფექცია/შიდსი საქართველოში

2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა.

ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

შიდსი განუვითარდა 3,150 პაციენტს,

1063 გარდაიცვალა.

მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი.

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 729 შემთხვევით, იმერეთი 702 შეთხვევით და აჭარა 627 შემთხვევით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი