მთავარისხვადასხვაშემწვარი კარტოფილი სოუსში - ტრაპეზი

შემწვარი კარტოფილი სოუსში – ტრაპეზი

შემწვარი კარტოფილი სოუსში

სამარხვო რეცეპტები

მასალა:

6 ც. კარტოფილი;
ზეთი;
თითო კონა მწვანე ხახვი;
ოხრახუში;
კამა;
1 ჩ.ჭ. პომიდვრის წვენი, ან 2 ს.კ. ტომატ-პასტა;
პილპილი;
მარილი.

მომზადების წესი

კარტოფილს გავაცალოთ კანი, გავრეცხოთ, დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად და შევწვათ ადუღებულ ზეთში (მაღალ ცეცხლზე). შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა, მოვასხათ პომიდვრის წვენი (ან 100 გ წყალში გახსნილი 2 ს.კ. ტომატ-პასტა), პილპილი და მარილი გემოვნებით. რომ წამოდუღდება, მზად იქნება.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები