მთავარი » საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2011 | 16,352 ნახვა

რა უფლებებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები?

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მცხოვრებ ბასილაიების ოჯახში 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30, 31 და 32 წლის დედმამიშვილი ცხოვრობს. ფაქტობრივად, მათ არ შეუძლიათ გადაადგილება, ფეხზე დგომაც კი.. მაია ბასილაია 1979 წლის 5 თებერვალს 3.400 გრ დაიბადა. რვა თვემდე დედის რძით იკვებებოდა. 1.2 თვისამ სიარული დაიწყო. ძალიან ბედნიერი იყო მაშინ… ერთ დღეს მის სიხარულს თითქოს წერტილი დაესვა. მშობლებმა ფეხის ტკივილისა და მისი ამოვარდნილობის გამო მაიას წაყვანა თბილისში დააპირეს. ”დედა ტირილით იხსენებს იმ დღეს. სანამ მატარებელი მოვიდოდა და თბილისში გამოვემგზავრებოდით, გზაში თურმე ყველას ვესაუბრებოდი, მიხაროდა, რომ დავდიოდი, დავრბოდი კიდეც,”- აღნიშნა მაიამ ”ამბიონთან” საუბრისას, რომელსაც მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებაც ვესაუბრეთ.

მაია ბასილაია: ”ჩემი ტანჯვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივე ფეხზე თაბაშირი გამიკეთეს და სოფელში დავბრუნდით. basilaia არავის ვუჯერებდი, თაბაშირიანად დავდიოდი, რამდენჯერმე დავეცი კიდეც, რამაც ხელმეორედ თაბაშირის გაკეთების საჭიროება გამოიწვია. ბევრს ვწვალობდი, ვტიროდი. ჩემი მდგომარეობით შეწუხებულ დედას თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა. ამასობაში სამი წელი გავიდა.

მალე პატარა დაიკო, მანანა შემეძინა. მანაც ჩვეულებრივ დაიწყო სიარული. მიხაროდა, ერთად ვთამაშობდით და ვერთობოდით… თაბაშირი რომ მომხსნეს, უკვე 4 წლის ვიყავი. თუმცა ექიმების ოთხწლიანი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, მენჯბარძაყის ამოვარდნილობა ორივე ფეხზე დამრჩა. მე სიარული მინდოდა, მაგრამ ფეხს ვეღარ ვდგამდი. ამასობაში უმცროსი ძმა, მანუჩარი გაჩნდა ოჯახში. 1.2 თვისამ აიდგა ფეხი.

მე – 5 წლის, მანანა კი 4 წლის ხდებოდა, ფეხზე საერთოდ რომ ვეღარ ვდგებოდი. ჩემი და კი დადიოდა. ისევ საშინელება მოხდა… ძმას მაღალ სიცხეზე კრუნჩხვები დაემართა, მთელი ოჯახი ღმერთს მის გადარჩენას ევედრებოდა და მართლაც, გადარჩა, მაგრამ სიარული მიატოვა. ამ ფაქტმა მთელი ოჯახი შეძრა. დავდიოდით ექიმებთან, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

სამივე ნიჭიერი ბავშვები ვიყავით. ძალიან მინდოდა სკოლაში სიარული. მშობლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და სკოლაში სამივე მანქანით დავყავდით. ამხანაგებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ცოტა ხანში ოჯახის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ისევ შეიცვალა. ჩემმა დამ მე-4 კლასიდან სიარულის უნარი მოულოდნელად დაკარგა. საშუალო სკოლა მომავლის იმედით სამივემ დავამთავრეთ.

დავდივართ ეკლესიაში, ჩვენი მოძღვარია მამა ილია (სალხინოს ღვთისმშობლის მამათა მონასტრის მღვდელმსახური), რომელიც სულიერად გვამშვიდებს და გვაძლიერებს. გვერდში გვიდგას ახალგაზრდა მამიდაშვილი, რომელიც ჩვენი მარჯვენა ხელია, მის დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. სახელმწიფოსგან ვიღებთ პენსიას, თითო 80 ლარის ოდენობით. ოჯახს შეგვიწყვიტეს სოციალური დახმარება თვეში 150 ლარი, რადგან სახლში მამა ილიას ნაჩუქარი კომპიუტერი და მეგობრების დახმარებით შეძენილი მანქანა ნახეს.

ოჯახში გვყავს ნახევრად მწოლიარე, ავადმყოფი ბებო. სამჯერ ნაოპერაციევი, მეორე ჯგუფის ინვალიდი მამა და დედა. ისინი დღე და ღამ თავს გვევლებიან. ბოლო დროს დედიკოს ძალიან უჭირს, ვხედავთ მის ცრემლიან თვალებს, თითქოს ჩვენი ოჯახი დაწყევლილია…
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ოცნება და სურვილია, ვიცხოვრო თბილისში, სადაც მეტი საშუალებაა ცოდნის მიღებისათვის, ვიდრე სოფელში. გვსურს, ვისწავლოთ (კომპიუტერი, ინგლისური), რათა დამოუკიდებლად შევძლოთ თავის რჩენა. იმედით შევცქერით მომავალს და გვწამს მხოლოდ ღმერთის.”

ვინ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, რა უფლებებით სარგებლობენ საქართველოში ეს ადამიანები და რა დახმარება შეიძლება გაეწიოს ბასილაიების ოჯახს? გვესაუბრება ასოციაცია “ანიკას” ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე:

“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს ადგენს და ანიჭებს სახელმწიფო და შესაბამისად, ინვალიდობის მქონე პირად ის ითვლება, ვისაც ეს სტატუსი აქვს მინიჭებული. აღნიშნული სტატუსის მინიჭება ამჟამად ხდება მხოლოდ სამედიცინო მოდელის მიხედვით, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაწყებული აქვს ინვალიდობის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლისათვის საჭირო ღონისძიებები.

აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, რომ კომპიუტერი ამ ადამიანებისათვის არის კომუნიკაციისა და განვითარების ერთადერთი წყარო, ავტომობილი კი – გადაადგილების ერთადერთი საშუალება. სამწუხაროდ, სიღარიბის პროგრამის კრიტერიუმები ამ აუცილებლობას არ ითვალისწინებენ, ამიტომ საერთოდ არ მიკვირს მათთვის დახმარების შეწყვეტის ფაქტი. მათ საჩუქრების მიღების დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ და ეს დოკუმენტები უნდა წარადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში. ზუსტად არ ვიცი, ამას რამდენად გაითვალისწინებენ, მაგრამ ცდად ღირს.

თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მეტ-ნაკლებად ჩართულნი არიან სხვადასხვა პროგრამებში. რა ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში? რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს ბასილაიების ოჯახს? უშუალოდ თქვენი ასოციაცია თუ გეგმავს გააფართოვოს მომსახურება?

გეთანხმებით, რომ თბილისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შედარებით მეტი საშუალება აქვთ სოციალური ინტეგრაციის პროგრამებში მონაწილეობისა, მაგრამ, მერწმუნეთ, სრულყოფილად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისები არც თბილისშია განვითარებული. unarshezguduliძირითადი სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება, არის ”დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირებისათვის”. აღნიშნული სერვისი არ გახლავთ მხოლოდ თბილისში, ის რეგიონებსა და რაიონებშიც არის გახსნილი და ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. სამწუხაროდ, მარტვილის რაიონში ჯერ არ გახლავთ მსგავსი ცენტრი, ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია.

კონკრეტულად აღნიშნული ოჯახის დახმარება, ვფიქრობ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს როგორც თავად, ასევე მათ მიაწოდონ ინფორმაციები საკუთარი რაიონის გაჭირვებული მოსახლეობის შესახებ ქველმოქმედების მსურველ პირებს. სამწუხაროდ, ასოციაცია ”ანიკა” ჯერ არ გეგმავს თავისი საქმიანობის გეოგრაფიული არეალის გაზრდას.

რამდენად ეწყობა ხელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წლამდე და 18 წლის ზემოთ) განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას სახელმწიფოს მხრიდან?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროგრამას ახლა უკვე საქართველოს 10 მუნიციპალიტეტშიც. საზოგადოებაში ინტეგრაციის ღონისძიებებს ძირითადად არასამთავრობო სექტორი უძღვება.

წინა წლებთან შედარებით წინსვლა ნამდვილად შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ დამტკიცდა ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია” და ამის საფუძველზე შეიქმნა და ასევე, დამტკიცდა ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2010–2012 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა”. თუმცა ამ დოკუმენტების ცხოვრებაში რეალიზაციისათვის ქმედითი ღონისძიებები საკმაოდ მწირია.

”ანიკა” არის ერთ-ერთი ასოციაცია, რომელიც ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამების დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ახალი უნარ-ჩვევების შეძენასა და მათ საზოგადეობაში ჩართვას.. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ასოციაციების ფუნქციონირება?.. რა პროგრამები ხორციელდება თქვენი ხელშეწყობით და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ადამიანების ცხოვრების, პირობების გაუმჯობესების მიზნით?

irina inasaridze ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ძლიერი და კარგად განვითარებულ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტების სწორად გამოყოფასა და ასევე, საქმიანობის მონიტორინგს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ინვალიდი) ახალგაზრდების უფლებების დაცვა და ინტეგრირება; ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა; განათლების, ხელოვნებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა; პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების (მეურვეების) უფლებების დაცვა, მათი გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა, – სწორედ ეს გახლავთ ასოციაცია ”ანიკას” მისია.

anika ”ანიკამ” 2006 წელს დაიწყო ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დღის ცენტრების” სერვისების განვითარება”, რისთვისაც შეიქმნა ორი ცენტრი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში (თემქა, XI მ/რ, III კვ; ც. დადიანის ქ. #136). აღსანიშნავია, რომ ორივე ცენტრი ადაპტირებულია (ეტლით მოსარგებლე ბავშვებისა და ახალგაზრდების თავისუფალი გადაადგილების მიზნით). ამჟამად, პროგრამის ფარგლებში 38 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა ყოველდღიურად უზრუნველყოფილია ცენტრსა და ბინაში ტრანსპორტირებით, საგანმანათლებლო და სოციალური რეაბილიტაციით, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, ორჯერადი კვებით, დამოუკიდებელი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური პროგრამებით.

მიმდინარე პერიოდში ასოციაცია სრულ სერვისს აწვდის გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 48 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და ახალგაზრდას. დასაქმებული ჰყავს 15 ადამიანი.

2010 წელს აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა პროექტი ”პროფესიული განათლების მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის”, რომლის ფარგლებშიც სოცმუშაკის მიერ განხორციელდა 83 იძულებით ადგილნაცვალი პირის შეფასება, რომელთაგანაც 26 – შეზღუდული შესაძლებლობის, 57 კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრი და/ან სოციალურიად დაუცველი იყო. შეფასების შედეგად პროექტის პირველ ეტაპზე ტიხრული მინანქრისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარების განვითარების სწავლებაში ჩაერთო 25, ხოლო მეორე ეტაპზე – 28 პირი. სულ პროექტის ფარგლებში სწავლება გაიარა 53-მა ადამიანმა.

სწავლების პროცესის დაწყებამდე ასოციაციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური სწავლების კურსი – ”თანამედროვე სასწავლო გეგმები და სწავლების პრინციპები პროფესიულ განათლებაში”, რისთვისაც შემუშავდა ტრენინგ-მოდული, შეიქმნა ტრენინგის მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები “ანიკას” თანამშრომლებისთვის.

პროექტის დასრულების შემდეგ ტიხრული მინანქრის სახელოსნო აგრძელებს ფუნქციონირებას როგორც ”სოციალური საწარმო”, სადაც კურსდამთავრებულთაგან 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა დასაქმდა;

გარდა ამისა, ასოციაციის ბენეფიციარები საკუთარი ხელით ამზადებენ ბისერების სამკაულებს და მათ რეალიზაციაში ეხმარება ასოციაცია გამოფენა-გაყიდვების ორგანიზების გზით.

shezguduli shesadzleblobebiასოციაციაში შარშან მარტში პირველად განხორციელდა ქ. თბილისის მერიის პროექტი ”მიიღე ცოდნა თქვენი დასაქმებისთვის”. ეს იყო კომპიუტერისა და ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსები, რომელიც 40 ბენეფიციარმა გაიარა. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის და მასში ჩართულია 17 ახალგაზრდა; კომპიუტერის კურსების პირველი ეტაპის კურსდამთავრებული ირაკლი სეფერთელაძე პროექტში ამჟამად ჩართულია, როგორც პედაგოგი.

სამომავლოდ ასოციაცია ”ანიკა” გეგმავს, გააკეთოს იმ ახალგაზრდების მონაცემთა ბაზა, რომლებიც გაივლიან სხვადასხვა სწავლებას და პოტენციურ დამსაქმებლებს მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია.ასევე, ასოციაცია ეძებს მხარდამჭერებს შემდეგი ტიპის სახელოსნოების დასაარსებლად:
• კულინარიული უნარების სწავლება;
• სასადილოში მომსახურების უნარების სწავლება;
• სალარო აპარატთან მუშაობის უნარების სწავლება;
• მინი-სტამბაში მუშაობის უნარების სწავლება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ხვალინდელი დღის იმედი ნუ მოუშალოს ფიზიკურად გაჭირვებულ ადამიანებს…

    ღმერთი შეეწიოს და დაეხმაროს მათ..

  • მალხაზ შავაძე says:

    თქვენ გენაცვალეთ მე ამ გამძლეობისთვის და შემართებისთვის, რომ სულიერად ესე ძლიერად ხართ მომზადებულნი..ამ ბმულის შემქმნელს და საერთოდ ამ დიდი ტკივილის გულთან მიმტან ხალხს მინდა ვთხოვო, რომ ყველამ გამოვიჩინოთ გულისხმიერება ესეთი კარგი და ძვირფასი ადამიანების მიმართ..მანუჩარ ძმაო მე შორიდან უდიდეს პატივს გცემ, მაგრამ მაპატიე რომ ვერ ვახერხებ ჯერჯერობით შენთან მოსვლას..ეს აუცილებლად მოხდება და აუცილებლად მოვალ შენთან..უფალი გფარავდეთ მუდამ..მე თქვენთვის ვილოცებ…

  • უსაყვარლესი და ულამაზესი სულის ადამიანები :* ძალიან მიყვარხართ სამივენი :* :* :*

  • ნონა says:

    უფალი გფარავდეთ.ძალიან მიყვარხართ

  • ანა says:

    მიყვარხართ და მენატრებით.ყველაზე თბილი და ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია.უფალი გფარავდეთ.ძალიან მიყვარხართ

  • შორენა says:

    იმედი მაქვს გამოჩნდება ისეთი ადამიანი რომელიც თქვენს გულისტკივილს გულთან მიიტანს და დაგეხმარებათ.ძალიან მიყვარხართ და მენატრებით

  • ზურა says:

    ძალიან კარგი და აუცილებელი ინფორმაცია!

  • ნანა says:

    ჩემი უსაყვარლესი მეგობრები,ძალიან მიყვარხართ.

  • ნატო says:

    wemo kargebo tqven zalian nijierebi xart da namdvilad unda gaagrzelot swavla,me kargad viwi tqveni sesazleblobebi da isic viwi namdvilad kargad iswavlit,sakvarelo bavsvebo guli ar gaitexot iwodet bevr mosiarules sjobixart,ibrzolet sakutari momavlistvis da gjerodet gmertis.gvtis wkaloba da imedi ar mogesalot.tqven iseti lamazi suli gaqvt vis ar seukvardebit?janmrtelobas da carmatebebs gisurvebt tqvenze uzomod sekvarebuli tqveni nato maswavlebeli.

  • ქეთევან ლომიძე says:

    მოგესალმებით.მე გახლავართ დაწყებითი კლასის პედაგოგი, ვმუშაობ ხაშურის რაიონის სოფელ იტრიის საჯარო სკოლაში. ვარ სკოლის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, მე თვითონ მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი მოსწავლე. კარგად მესმის მათიც და მათი მშობლებისაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე, საზოგადოება მაინც დღემდე ზერელე ტოლერანტობას იჩენს. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, თქვენ საზოგადოების რიგითი წევრები ხართ და ნამდვილად იმსახურებთ ყოველივე სიკეთეს.

    ქეთევან ლომიძე.

  • მანანა says:

    ყველას დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის

  • მარინა says:

    ბოდიშს ვიხდი, რომ ასე დაგვიანებით გწერთ. რაც ზემოთ ამოვიკითხე, ამან ძალიან მატკინა სული. მე ვიცი,რომ ჩემი მხოლოდ თანადგომა წუხილი ვერაფერში დაგეხმარებათ, მაგრამ დამიჯერეთ გულწრფელად მიყვარხართ ყველა და ფბ-ზე, თქვენთან დამეგობრებით ყველას მეგობარი მინდა ვიყო. აი იმათ კი, ვისაც ხელეწიფების თქვენი შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება და ამას მთელი სულითა და გულით აკეთებს, მათ ღმერთმა შემწეობა არ მოაკლოს კეთილი საქმეების გასაკეთებლად, და ეს ასეც იქნება. მე კი, თუ რამით შევძლებ დაგეხმაროთ, ფიზიკურად მაინც ამას უდიდესი სიამოვნებით გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და გეფერებით ყველას!!!!!

  • manana says:

    tu vinmes gsurt chveni daxmareba am nomerze damikavshirdit 593 35 19 34

  • გოდერძი says:

    ღმერთმა გაგაძლიეროთ!!!!!მადლობა მამა ილიას!!!!

  • მარინა says:

    “ანიკას” მსგავსი ასოციაციები შეძლებისდაგვარად ბევრი უნდა იყოს.მათ ჩვენი თანადგომაც სჭირდებათ, რომ ბედისგან დაჩაგრულმა ადამიანებმა თავი გარიყულად არ იგრძნონ.

  • ნინო says:

    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.. თქვენს გვერდით მიგულეთ მუდამ….. :*

  • ღმერთი იყოს თქვენი მფარველი…

    ჩვენ, ადამიანები თქვენს გვერდით გვიგულეთ..

  • ნუნუ says:

    ვარ ნუნუ გვიჭიანი,ვცხოვრობ ლენტეხის რაიო.ვარ უნარ

  • დღვანდელი საზოგადოებიის პრობლემა არის ამ ბავშვების არ მიგება ანუ საზოგადოება ამ ბავშვებს არ იღებს როგორც ჩვეულებრივ ადამინებად არამედ მათ უყურებს როგორც ავდამყოფებს რიყავს,დასცინის(ეს უმეტეს წილად ხდება ვბავშვებში)რაც ძალიან მტკივნეულია ამ ბავშვებისთვის ხალხნო გაიგეთ და შეიგნეთ რომ მათაც ისეთივე უფლებები აქვთ როგორ თქვენ ნუ გარიყავთ და ზურგს ნუ შეაქცევთ,ნუ დაუწყებთ ისე ყურებას რომ აგრძნობინით მათდამი თითქოს და შიში გთხოვთ………………. :((((((

  • maia tabidze says:

    gmertma gagazlierot ketili sakmeebis saketeblad.me italiuashi vuvli 23 clis aset bavshvs da gaocebuli var rogor udgas tviton xalxi gverdit aset ogaxebs da mattan ertad iziareben sixaruls da sitbos.mtavaria sxvisi tkovili gvtkiodes da sixaruli gvixarodes

  • salome says:

    xalxo davexmarot ertmanets shedzlebisdagvarad.

  • mariam says:

    rogor sheidzleba davukavshirdet am xalxs radgan shevdzlo mat daxmarebashi chemi wvlilis shetana

  • giorgi says:

    dasaqmeba minda, samushaos dawyeba shegidzliat damexmarot ??

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი