მთავარი » პოპულარული

შეხვედრა ბრაზილიელ სენატორთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2012 | 1,231 ნახვა

რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. ბრაზილიელი სენატორი სენატორს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.

კრისტოვამ ბუარკესთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, კერძოდ, წელს პირველად, სტუდენტური დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, მოხდება მოსახლეობის უფასოდ გადამზადება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება და სხვ.

მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.

კრისტოვამ ბუარკემ წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი