მთავარი » პოპულარული

“სესილია” -105 წლის იუბილეს აღნიშნავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2011 | 2,185 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა “სესილია’’ გაიხსნა.
სესილია თაყაიშვილი
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა სესილია თაყაიშვილის კინო და თეატრალური როლების ამსახველი ფოტოები, ასევე მსახიობის საოჯახო ფოტოალბომიდან შერჩეული მასალა.

“ეროვნულ არქივში დაცულია უნიკალური ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადაღების პროცესს ასახავს. სწორედ აქედან შევარჩიეთ სესილია თაყაიშვილის კინოროლების ამსახველი კადრები, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი. გამოფენაზე იხილავთ, ასევე, სურათებს სესილია თაყაიშვილის საოჯახო ფოტოალბომებიდან”,-აღნიშნა გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

სესილია თაყაიშვილისესილია თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით გამოფენის გახსნისას ისაუბრეს: მსახიობის შვილიშვილმა ნატა გოძიაშვილმა, რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ…

ეროვნულ არქივში დაცულია სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრები, მათ შორისაა: “აბეზარა” (1956), “ჩვენი ეზო” (1957), “მანანა”(1958), “საბუდარელი ჭაბუკი”(1958), “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”(1962), “თოჯინები იცინიან”(1963), “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”(1966), “დიდოსტატის მარჯვენა”(1969), “ნატვრის ხე”(1977) და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათები, მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს.

მსახიობმა განსაკუთრებულ წარმატებას სახასიათო როლების შესრულებით მიაღწია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი..
ბოდითი, თქვენ გელით სიკვდილი
გამოფენაზე ნაჩვენები გახლდათ 1980 წელს რეჟისორ თემურ ბაქრაძის გადაღებული კინონარკვევი ,”სესილია თაყაიშვილი”.

გამოფენა 18 მაისს გაიხსნა და 25 მაისს დაიხურება. დამთვალიერებელთათვის დასწრება თავისუფალია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი