მთავარი » სხვადასხვა

კონკურსის “შექმენი საახალწლო ნაძვის ხე” გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.12.2014 | 2,817 ნახვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ საკონკურსო ნაძვის ხე გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა (25.12.2014).

საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოვლენილი 53 ნაშრომი. კონკურსში სულ საქართველოს 211 სკოლის 761 ნამუშევარი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს – მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ნანა მეფარიშვილი (თსუ-ეკო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საახალწლო ნაძვის ხეების იდეის ავტორი): “თსუ-ეკო კლუბის მიერ სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება გახლავთ “შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე”. ამ კონკურსის იდეა შარშან გაჩნდა, მაგრამ ლოკალურ ხასიათს ატარებდა და ჩავატარეთ მხოლოდ თსუ-ეკო კლუბის წევრი ბავშვებისთვის. წელს კი კონკურსი მთელი საქართველოს სკოლებისთვის გამოვაცხადეთ. ამ კონკურსის მიზანი და მთავარი გზავნილი გახლდათ საახალწლოდ ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება…”

ღონისძიებას თსუ რექტორიის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლო. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი – ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი