მთავარი » ქრისტიანობა

შენდობის ლოცვა (02.03.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.03.2014 | 2,275 ნახვა

2 მარტს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კი შენდობა ითხოვა.

უწმიდესის თქმით, დღეს ყველამ უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში და უფლას შენდობა სთხოვოს.

“მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს. სამება რაც ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, მეუფენო, მამანო, ძმანნო და დანნო, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ადამიანის რაობაზე ისაუბრა.

“ვინ არის ადამიანი?! რას წარმოვადგენთ ჩვენ?! უპირველეს ყოვლისა, ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და მსგავსად ღვთისა. …

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიტევება, მაგრამ ხდება ის, რაც ძნელი ასატანია. შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს. შენ სიკეთეს უკეთებ, ის ბოროტებას. რა ეშველება ამ შემთხვევას?! ადამიანი ასევე შენდობას ღვთის წინაშე ითხოვს ქედმოხრილი და მუხლმოდრეკილი. ძალიან რთულია პიროვნება, ადამიანი. შეიძლება ითქვას, აუხსნელია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რჩება ხატად ღვთისა, როგორც ძვირფასი ბრილიანტი, რომელიც ჩავარდება ტალახში, მაგრამ გაიწმინდება და ისევ ძვირფასი დარჩება. ასეა ადამიანი”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, ძალიან ხშირია, როცა ჩვენ ადამიანს სიკეთეს ვუკეთებთ, ის კი ბოროტებას გვიკეთებს. ხშირია როცა ადამიანს ძალა არ აქვს, რომ მიუტეოს. …

“ხშირია, როცა ხედავ, ადამიანი იუპება, დგას დაღუპვის გზაზე, შენ უწვდი ხელს და ის კი უარს გეუბნება, მაგრამ მაინც უნდა გაუწოდო ხელი, უნდა უშველო და ღმერთი შენ გიშველის,” – ბრძანა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ხშირ შემთხვევაში ბოროტება მეფობს სიკეთეზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ქმნილება ღვთისა და საბოლოოდ სიკეთე იმარჯვებს.

“უფალი სუფევს და სძლევს ბოროტებას,” – აღნიშნა უწმიდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი