მთავარი » ქრისტიანობა

“შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულებაზე მაღლა დგას”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2020 | 1,562 ნახვა

ნუ მეტყვი: დავიღუპე მე, რაღა დამრჩენია გავაკეთო?
ნუ მეტყვი: შევცოდე, რაღა ვქნა?

• შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულებაზე მაღლა დგას;
• შენ გყავს მკურნალი, რომელიც სნეულების ძალას ამარცხებს,
• შენ გყავს მკურნალი, რომელიც ერთი შებერვით კურნავს;
• შენ გყავს მკურნალი, რომელსაც ძალუძს და სურს შენი განკურნება.

თუკი მან არარაობისაგან გამოგიხმო, მით უფრო ძალუძს შენი გამოსწორება, უკვე არსებულისა და შელახულისა. ნუთუ არ გსმენია, თუ როგორ აიღო მან მიწისაგან მტვერი და შექმნა ადამიანი? მიწა როგორ აქცია ხორცად? როგორ შექმნა ნერვები, როგორ ძვლები, როგორ კანი, როგორ ძარღვები, როგორ ცხვირი, როგორ თვალები, როგორ წამწამები, როგორ ყვრიმალები, როგორ მკერდი, როგორ ხელები, როგორ ფეხები, როგორ ყველაფერი დანარჩენი? აიღო მიწა, ერთი ნივთიერება; მიუსადაგა ხელოვნება – და წარმოქმნა მრავალფერი ქმნილება. შენ არ შეგიძლია თქვა, როგორ შეიქმენი? ზუსტად ასევე არ შეგიძლია თქვა, როგორ აღმოიფხვრება ცოდვები. თუკი ეკალნარში მოხვედრილი ცეცხლი ფერფლად აქცევს მას, მით უფრო აღმოფხვრის ძირფესვიანად ღვთის ნება ჩვენს შეცოდებებს და ცოდვილს უცოდველის დარს გახდის. ნუ იკითხავ, ეს როგორ ხდება, ნუ გამოიკვლევ, ეს როგორ აღესრულება, არამედ გწამდეს სასწაულისა. შენ იტყვი: მე ბევრი შევცოდე და ჩემი ცოდვები დიდია; მაგრამ ვინაა უცოდველი? შენ იტყვი: მე მძიმედ შევცოდე, ყველა ადამიანზე მეტად და უარესად. მაგრამ შენთვის საკმარისია ასეთი მსხვერპლის შეწირვა: აღიარე, რომ შენ შესცოდე და ეს შენი გამოსწორების დასაბამი იქნება. მოსთქვამდე, გული გიჩუყდებოდეს, ცრემლები ღვარე. რაიმე სხვას ღვრიდა განა მეძავი? სხვას არაფერს, სინანულის ცრემლის გარდა. მან თავის წინამძღოლად სინანული გაიხადა – და მოვიდა წყაროსთვალთან.

ამიტომ ნუ ამბობ, რომ დაიღუპე, როცა გყავს მკურნალი და ჯერ კიდევ გაქვს დრო სინანულისთვის.


წმიდა იოანე ოქროპირი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი