მთავარიქრისტიანობასეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის გამოყენების შესახებ

სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის გამოყენების შესახებ

სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი რა უნდა ვოცოდეთ სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის გამოყენების შესახებ? – საღმრთო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ სახლში მისვლისას სუფთა სუფრაზე მოამზადე ტრაპეზი სეფისკვერითა და ნაკურთხი წყლით.

ტრაპეზის მიღების წინ ილოცე: უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

სეფისკვერს ღებულობენ თეფშზე ან სუფთა ფურცელზე, რომ ნამცეცები ძირს არ დაიყაროს და არ გაითელოს, რადგან სეფისკვერი – ზეციური წმიდა პურია და მისი მიღება უნდა ხდებოდეს ღმრთის შიშითა და სიმდაბლით.

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები