სასურველია მორწმუნეს სახლში მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერი.
წირვის შემდეგ ნაკვეთი სეფისკვერები ურიგდება მორწმუნეებს. ნაწილი შეიძლება იქვე მივიღოთ, თუ უზმოზე ვართ, ნაწილი კი შეიძლება სახლში წამოვიღოთ, რომელიც მცირე ნაწილებად უნდა დავჭრათ და ყოველ დილით საუზმემდე ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ შესაბამისი ლოცვის („ლოცვა სეფისკვერისა და წმინდა წყლის მიღებისათვის“) წაკითხვის შემდეგ.

სეფისკვერი უნდა ინახებოდეს წმინდა ადგილას, ხატებთან, მისთვის გამო- ყოფილ ჭურჭელში.
გაფუჭებული (დაობებული) სეფისკვერი და არტოსი უნდა დავწვათ (ანდა ეკლესიაში წავიღოთ ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, რათა ის იქ დაიწვას), ან მდინარეში გავატანოთ სუფთა წყალს, ანდა მიწაში დავფლათ.
წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე
