სეფა ორჰანის ძე ბერიძე 11 წლისაა და ქალაქ სტამბულში ცხოვრობს.
წარმოშობით ქალაქ გირესუნიდან არის. მისი წინაპრები საქართველოდან გადმოსულან, მუჰაჯირად. როგორც სეფას მამამ, ბატონმა ორჰანმა “ამბიონთან” საუბრისას აღნიშნა, სეფა ქართველია, ქართველობს და იმიტომ სწავლობს ქართულს. იცის ქართული წერა-კითხვა, მაგრამ საუბარი ჯერ უჭირს.
სეფას ქართული და ლექსები მამამ შეასწავლა. როცა ბატონი ორჰანი ქართულად კითხულობდა, სეფა თავად დაინტერესდა და თავისივე სურვილით ისწავლა ლექსები.

ყოჩაღ, სეფა ! <3
ყოცაღ სეფა !!!
ყოჩაღ სეფა !!!
Ufalma daglocos Sefa,shenistana gadaxvewili bavshvebi rom dabrundebian Qartul miwaze sul sxva dzala mogecemat shvilebo tqven!