21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ.
ცვლილება – “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ავტორი პარლამენტის ვიცე–სპიკერი, გიგი წერეთელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დანაშაულის რიცხვმა იკლო, ხშირია ახალგაზრდებში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები.
აღნიშნული საკითხის დარეგულირება ადმინისტრაციული წესითაც უნდა მოხდეს.
პროექტის თანახმად, ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში 21 წელს მიღწეული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაზე დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 300 ლარიანი ჯარიმის ოდენობით.
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.

მაინტერესებს ხშირად მიწევს ლაშქრობაში სიარული და რათქმაუნდა ერთ ერთი აუცილებელი და გამოყენებადი ატრიბუტია დანა და პატარა ზომის ნაჯახი ან მაჩეტე, ასეთ შემთხვევაში მექნება ტარების უფლება ქუჩაში თუნდაც მეტროში რო ჩავიდე მეტროც ხომ თავშეყრის ადგილია?
xo aba ra 300 da mere 500 larit dajarimdeba auff ramdenia, vso agar chaideben danebs :D danebi ki ara avtomatebit darbian 10 clis bichebi. didi gadamchreli zomebi tu ar miiges 300 laris gamo aravin datovebs danas da iarags saxlshi roca kvela misi tanatoli sheiaragebuli dadis kuchebshi
rodis iko rom dajda shveloda.me vpikrob rom uprosi asakis adamianebma unda auhsnan, ahalgazrdebs rom am niftma (dana) sheidzleba caartvas vihacas sicochle ubralo shelaparakebis gulistvis.