მთავარი » კულტურა

საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ იხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2013 | 3,214 ნახვა

საქართველოს ეროვნული არქივი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 17-23 ივლისს აწყობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“.

საზაფხულო სკოლა 17 ივლისს 10:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება. მსმენელებსა და ლექტორებთან საზაფხულო სკოლა ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საზაფხულო სკოლას 20 მსმენელი ჰყავს, მათ შორის უცხო ქვეყნის – 15 და საქართველოს 5 მოქალაქე. პროექტის მიზანია უცხოელი და ქართველი მონაწილეებისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ყოფის გაცნობა; უცხოელ მეცნიერთა ინფორმირება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ, 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობის წარმოჩენა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის; უცხო ქვეყნის სამეცნიერო წრეებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კონტაქტების გაღრმავება.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: საქართველოს პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები; საქართველო და გარესამყარო; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პერსპექტივები, სამომავლო კვლეევის დაგეგმვა. ამასთან, მსმენელთათვის გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.

პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ქართველი მეცნიერები: პროფესორები დიმიტრი შველიძე, ოთარ ჯანელიძე, მალხაზ მაცაბერიძე; ახალგაზრდა მეცნიერები – ისტორიის დოქტორანტები: ბექა კობახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, დიმიტრი სილაქაძე, ასევე, ეროვნული არქივის თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი, ანტონ ვაჭარაძე და ნინო ძანძავა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი