
29 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა რიგით მე-19 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლული კიდევ 450 ჩვილი გახდა.
უწმიდესმა დალოცა ნათლულები და ისურვა, რომ უფლის შეწევნით მათ მშვიდობიან და მთლიან საქართველოში იცხოვრონ.
ჩვილთა პირველი ნათლობა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. უწმიდესის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ნინო ჩალაძე

madlobt,moxaruli var viyo mkitxveli feceedokze tqveni gverdis.