მთავარიფოტორეპორტაჟისაყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში (13.07.2012)

საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში (13.07.2012)

მამაო ნათლავს

13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, წმიდა ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღეს სამების ლავრის სულიწმიდის სახელობის სანათლავ ტაძარში ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა.

უწმიდესის ნათლული კიდევ 510 ჩვილი გახდა. მონათლულებს ტრადიციულად ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სახარება და სანთლები აჩუქეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლულები დალოცა. მშობლებს შვილების ნათლობა და დღესასწაული მიულოცა. “წყალობა და სიყვარული სუფევდეს თქვენსა ზედა”, – ბრძანა ილია მეორემ.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ნინო ჩალაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები