18 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიჯანმრთელობარა იწვევს სახსრების, ხერხემლის, წელისა და ზურგის ტკივილს?

რა იწვევს სახსრების, ხერხემლის, წელისა და ზურგის ტკივილს?

მოზარდ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრებიდან თუ საქმიანობიდან გამომდინარე უხდებათ ფიზიკური დატვირთვა – მთელი დღის განმავლობაში ჯდომა ან ფეხზე დგომა. ეს ადამიანები გამუდმებით უჩივიან სახსრების, ხერხემლის, წელის, ზურგის ტკივილს. წელის ტკივილი რა არის ამ სახის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ნევროლოგი – გვანცა გიორგაძე:

– წელის ტკივილის ყველაზე ხშირი და გავრცელებული მიზეზი მექანიკურია და გამოწვეულია ტრავმით, ცხოვრების წესით (ჰიპოდინამია, სიმძიმის აწევა, არასწორი დატვირთვა), ჭარბი წონით და ა.შ. სიხშირით მეორე ადგილზეა ხერხემლის პათოლოგიებით განპირობებული ტკივილი; ასეთი პაციენტების დაახლოებით 10 %–ში წელის ტკივილს იწვევს მალთაშუა დისკების და ფასეტური სახსრების ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები, 4% მოდის დისკის თიაქრებზე, 4% ოსტეოპოროზულ კომპრესიულ მოტეხილობებზე, ხოლო 3% განპირობებულია სპინალური სტენოზით; წელის ტკივილის ყველა სხვა მიზეზი (მაგ. მალის სხეულის დაზიანება ინფექციით, პარავერტებრული აბსცესი და ა.შ.) გაცილებით იშვიათია და 1%–ს არ აღემატება.

როგორია სტატისტიკა საქართველოში და რამდენად ხშირია ამ პრობლემების გამო მომართვიანობა?

– ზუსტი ქართული სტატისტიკა არ არსებობს, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამბულატორიულ კლინიკაში ნევროლოგს პაციენტთა დაახლოებით 20-30% წელის ტკივილის გამო მიმართავს; დასავლური სტატისტიკის თანახმად, ცხოვრების მანძილზე ერთჯერადად წელის ტკივილი აწუხებს მოსახლეობის დაახლოებით 80%–ს, აქედან სერიოზული მიზეზებით (ხერხემლის დაზიანება და ა.შ.) გამოწვეული წელის ტკივილის წილი დაახლოებით 14%–ია; ამერიკის შეერთებულ შტატებში 45 წელზე ახალგაზრდა პირებში დროებითი შრომისუუნარობის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზად წელის ტკივილი ითვლება; არ ფიქსირდება სიხშირის განსხვავება სქესის მიხედვით, თუმცა ორსულობა დამატებით რისკ–ფაქტორად ითვლება; ორსულობის დროს ქალების 50%-დან 90%–მდე განიცდის წელის ტკივილს;

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დატვირთულმა რეჟიმმა სამომავლოდ, რა დაავადების განვითარებას უწყობს ხელს?

– როგორც აღინიშნა, ცხოვრების გარკვეული წესი წელის ტკივილის ერთ–ერთი ხშირი განმაპირობებელი ფაქტორია. უძრაობამ, არასპორტულმა რეჟიმმა, დღის ხანგრძლივად დგომამ ან ჯდომამ, ჭარბმა წონამ შესაძლებელია ნაადრევად განაპირობოს დისკების და ფასეტური სახსრების ართროზი, რაც საბოლოოდ წელის ქრონიკული ტკივილის მიზეზი ხდება; უეცარმა ძლიერმა დატვირთვამ (მაგალითად, სიმძიმის აწევა, უხერხული მოძრაობა) შესაძლებელია თიაქრის მწვავედ განვითარება გამოიწვიოს;

როგორ შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები? – პროფილაქტიკა და თქვენი რჩევები…

– ჯანმრთელ ადამიანებში წელის ტკივილის თავიდან აცილება შესაძლებელია რეგულარული ვარჯიშით (ცურვა, ფიტნესი), სიმძიმის აწევის შეზღუდვით, აქტიური ცხოვრები წესით; ხერხემლის უკვე განვითარებული პრობლემების დროს მკურნალობის ტაქტიკას განაპირობებს დიაგნოზი; ართროზული ცვლილებების დროს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე სპეციალურ ვარჯიშსა და ფიზიოთერაპიას; თიაქრების შემთხვევაში მკურნალობის არჩევანი დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და სპინალური ნერვის კომპრესიის ხარისხზე; თუ მცირე ზომის თიაქარი არ იწვევს კიდურის ფუნქციის შეზღუდვასა და ტკივილი ემორჩილება პრეპარატებს, მკურნალობა კონსერვატულია; თუ ნერვულ ფესვზე ზეწოლის გამო ირღვევა მოძრაობა ხელში/ფეხში, აღინიშნება ქრონიკული ტკივილი და/ან მგრძნობელობის მოშლა ძირითადად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

25 COMMENTS

  1. Gamarjobat,mawuxebs menjis tkivili da fexebshi daglilobas vgrdznob,roca cudi amindia ufro mtkiva,risi brali sheidzleba iyos gamowveuli,madloba winaswar.

  2. celi ukve 1celia qronikulad mtkiva,game dacolisas erti da imave mxares ver vcevar mtkivdeba celi ,aseve fexebic mtkiva anu erti fexi meoreze ron midevs mtkivdeba da zkivs vbdundebi aqet iqit,mteli game vcvalob risi brali unda ikos.romel eqims mivmarto gamokvleva rit davicko asaki 39clis 3shvilis deda varr

  3. ambolodros macuxebs wellis tkivili mewvis xan mtkiva, bavshvobashi mivige tramva davgordi kibebze ekimtan ar vkofilvar am cels damecko tkivilebi ras davabralo?

    • გამარჯობა,მაქვს ქების არეში და მთლიან ხერხემალში დაჭიმულობა როცა ძალიან დამეჭიმება მაქვს გულის წასვლის შეგრძნება გული მიჩქარდება მგონია თავში ყველაფერი გამეთიშა მეუბნებიან ნერვოზულიაო ვერ მეტყვით რა შეიძლევბა იყოს ?? ჩიყვი გამოკვლეული მაქ არაფერი მჭირს

  4. მოგესალმებით.მაწუხებს მარცხენა ბეჭი სულ მტკივა პერიოდულად მაგრად ამტკივდება ხოლმე ვეღარ ვტოკდები..გულმმერდის არეც მტკივა..შეიძლება ერთმანეთთან კავშირში იყოს?? ან ბეჭი რატო უნდა მტკიოდეს? მიზეზი რა შეოძლება იყოს

    • Gamarjobat dzalian mawuxebs xerxemali mtliani zurgi mtkiva upro mtkiva gulis ukana adgili rendgeni rom gadavige skolis periodshi mashin gulmkerdis areshi mkonda gamrudeba rogor movikce mirchiet rogor ganvjurno es tkivili

  5. gamarjobat,mawuxebs gamudmebit mtliani xerxemlis da kisris areshi sashineli tkivili,yoveldgiurad,dilas rom gavigvidzeb ukve mtkiva,vgrdznob rom dzvali mewvis mianad,ra sheidzleba iyos?madloba winaswar

    • ვარ 68 წლის. კარგა ხანია დამეწყო ზურგის, კისრის, მხრების ხან წელის ტკივილი. საკმარისია ოდნავ შემცივდეს და მეწყება ტკივილები. ართრიტის ბრალი შეიძლება იყოს? რაიმე ეშველება?

  6. gamarjobat chems shvils ukve ramodenime tvea acuxebs xexemali 14 clisas vart sazgvargaret da ver mimyavs eqimtan, anu siarulis dros dajdoma adgomis da moxris dros tkiva mizezi ra uda iyos gtxovt mipasuxot

  7. gamarjobat var 29 wlis mamakaci, mokled damidginda 12mm tiaqari diskebs shoris nervi maq moyolili ris gamoc pexi mtkiva michirs modzraoba game mtkivdeba sashinlad, es shezgudva mklavs ukve 3 tvea ase var ver gadavwyvite gaviketo tu ara operacia imitom rom zogi ras idzaxis zogi ras, mainteresebs operaciis mere shevdzleb chveulebrivad siaruls sportit ro davkavde curvit da ase shemdeg anu ra shezgudvebi meqneba operaciis shemdeg

  8. Gtxovt damexmaret!! Eseigi var27 wlisaaaa,zalian mtkiva weli ukve erti tvea da marjvena fexshi gadmodis terfambe totqos mibujdeba kidec ,ro vdgevar mashinac da roca vzivar mashinac rame mirchiet.an damireket 577417726

  9. Gamarjobat, chemi shvili 5 wlisaa da 4 gamea yoveltvis erti da igive dros agvidebs pexis tkivili, gamis 2 saatze, cota xanshi gauvlis da idinebs, dgisit uchirs daxra weli stkiva, tavs dabla ro xris mashinac, mainteresebs risi bralia an rogor moviqcet?

  10. Chem shvils aaqvs xerxemlis problema araswori varjishis gamo sa aman zrdac sheuchera.myavda masajisttan odnav gamosworda.axla ki aqvs tkivilebi da ras mirchevt.

  11. gamarjobat 3 wlis win gavikete operacia sashvilosnoze mqonda simsivne exla sashineli welis tkivilebi maqvs tan marcxena pexs mikavebs ra unda gamoviyeno an rogor moviqce ras mirchevt

  12. გამარჯობათ. ღამით როცა ვწევარ მაწუხებს ხერხემლის საშინელი ტკივიკი და ტკივილითვე ვიღვიძებ ავდგები ცოტას გავივლგამოვივლი და მერე მიქრება ტკივილი. ვცადწ მაგარ საწოლზწ წოლაც უბალიშოდ წოლა და სხვა ყველაფეეი რითაც შეილებოდა შემემსუბუქებინა ტკივილი. გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი უნდა იყოს უკვე წელიწადია ამ მდგომარწობაში ვარ. არასწორ წოლას ვერ დავაბრალებ რადგან ყველაფერი ვცადე. მადლობა წინასწარ.

  13. Gamarjoba, sashinlad mtkiva weli verafrit ver vdgebi, amastan makvs sicxe 37,2. Ikneb mirchiot Ra davlio an rogor movikcee?((

  14. Gamarjoba didixania mklavebis tkivili mawuxebs titqos damblad mecema da michirs modzraoba sashineli tkivili da grdznobeloba mekargeba michirs xelshi dakaveba ramis da ra icvevs? An vis mivmarto? Madloba winaswar

  15. celi ukve 1celia qronikulad mtkiva,game dacolisas erti da imave mxares ver vcevar mtkivdeba celi ,aseve fexebic mtkiva anu erti fexi meoreze ron midevs mtkivdeba da zkivs vbdundebi aqet iqit,mteli game vcvalob risi brali unda ikos.romel eqims mivmarto gamokvleva rit davicko asaki 41 clis var?

  16. Daizilet alkoholit ,zaiswit nachschiri, esaiia6/6/7 UPALO GAMOMIGZAWNE ANGELOZI SCHENI SAMSCHWERPLOS NAKWERTSCHCHALIT CHELSCHI, ROM SVHEECHOS TSCHEMS BAGES,GONEBAS, TWALS, KURS, GULS, ZURGS , CHELS DA PECHS ,ROM MOS HORDES ZODWA. GAAKETE ES NACHSCHIRIT CHELSCHI DA SCHETSCHAME.

  17. გამარჯობათ..როცა ხელს გადავწევ ძალიან მტკივა მეორე დღეს მხიდან იდაყვამდე …მითუმეტეს თუ ოდნავ ძალას დავიყენეფ…რა შეიძლება გავაკეთო ან რა მტკივა საერთოდ კუნთები,ძვალი სახსარი თუ სხვა რამე..დამეხმარეო იქნებ..
    .

  18. გამარჯობა. 6 დღის უკან ვარჯიშის ამტკივდა ზურგი.. ვხეკვავ და მუხლზე ცეკვის დროს არასწორად დავდე მუხი და დაამაწვა ხერხემაზე… მის მერე მტკივაა მწვავედდ სიარულის დროსაც მიხსენებს ჯდომის დროსაცც და შემდეგ საღამოსს ისე ამტკივდება რომ ძალიან ცუდად ვარ ხოლმეე …. მის მერე არ მივარჯიშიაა ფიზიკურად ვერ ვახერხებ… ორი თვის უკან კიბეზე დავეხიი და ზურგი დავარტყი დიდად არ მივაქციე ყურადღება მალევე გამიარაა … ახლა იმ ადგილას მტკივაა სადაც დავარტი დაა შემდეგ მთელ ხერხემალს გადასცემს .. როგორ მოვიქცე იქნებ დამაკვალიანოთ …
    მადლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები