მთავარი » პოპულარული

სათაფლიის ნაკრძალთან ეკო-მაღაზია დაარსდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.03.2012 | 2,228 ნახვა

გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით სათაფლიის ნაკრძალთან ეკო-მაღაზია დაარსდება.

სათაფლია ეკო-მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გაიყიდება, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დასაქმებას, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას და ეკო-ტურიზმის განვითარებას. დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

აღნიშნული ინიციატივა მინისტრმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯას მოსახლეობას გააცნო. “მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად, რომ ჩამოსულ ტურისტს სიკეთე მოჰქონდეს არა მხოლოდ ნაკრძალისთვის, არამედ იმ ხალხისთვის, რომლებიც დაცული ტერიტორიების გარშემო ცხოვრობენ,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

სოფელ ბანოჯას და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს სოფლები სათაფლიის ნაკრძალის და პრომეთეს მღვიმის ახლოს მდებარეობს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი