21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურა"პატრიარქის სურვილია შეიქმნას სასულიერო პირთა ფოტომოზაიკა"

“პატრიარქის სურვილია შეიქმნას სასულიერო პირთა ფოტომოზაიკა”

“სამების საკათედრო ტაძარი არის ქართველი ხალხის შინაგანი პორტრეტი”- უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ბატონ თეიმურაზ ლურსმანაშვილს ბიძგი მისცა, შეექმნა სამების საკათედრო ტაძრის ფოტო აგურებისგან შექმნილი მოზაიკა. ფოტოზე 2 წელზე მეტ ხანს იმუშავა და 3500 “ფოტო-უჯრით” “ააწყო” პირველი ნამუშევარი – “ყოვლადწმიდა სამება”.
ღვთისმშობელი
მოგვიანებით, სულიერი მოძღვრის, მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით მისი უწმინდესობის მოზაიკური პორტრეტიც შექმნა. მასში გამოყენებულია ძირითადად მრევლის, საერო ხალხის ფოტო უჯრედები. 2010 წლის ბოლოს, პოსტერის სახით გამოცემული პატრიარქის პორტრეტი შობის დღესასწაულზე უწმიდესობას, სამების საკათედრო ტაძრის ბერმა, მამა სიმონმა მიართვა. უწმიდესმა ნამუშევარი მოიწონა, ავტორს კი პატრიარქის იდეა და სურვილიც გადმოსცეს…

ბატონმა თეიმურაზმა პატრიარქისგან ახალი “დავალება” მიიღო. მან ახალი პორტრეტი უნდა შექმნას, რომელიც მხოლოდ სასულიერო პირების ფოტოებით იქნება “აწყობილი”. სამუშაო დიდ შრომას მოითხოვს. საჭიროა, სულ მცირე, მამებისა და დედების 2000-მდე ფოტო, შესაბამისად, უამრავი ეკლესია-მონასტრის “შემოვლა”, რასაც დიდი დრო და თანხა სჭირდება. მეუფე ექვთიმეს გადაწყვეტილებით, ბატონ თეიმურაზს ფოტოების მოძიებაში, ეპარქიებიც დაეხმარებიან, ნაწილს თავადაც გადაიღებს.

პროექტის ფინანსების შესაგროვებლად მეუფე ექვთიმემ და მეუფე ლუკამ დააფინანსეს და დაბეჭდეს თეიმურაზ ლურსმანაშვილის 2 მოზაიკური ხატი: ივერიის ღვთისმშობელი, რომელიც აწყობილია 1848 პატარა ხატით. მათ შორის ღვთისმშობლის 700-დე სხვადასხვა მართლმადიდებლური ხატი და წმ. ნიკოლოზის მოზაიკა, შედგება 1600 პატარა ხატისგან, მათ შორისაა 400-მდე წმ.ნიკოლოზის სხვადასხვა მართლმადიდებლური ხატი. მოზაიკების ზომებია 45X60 სმ. დაბეჭდილია 300 გრამიან ცარცის ფურცელზე, რომელიც ლაკითაა დაფარული. პოსტერები პოლიგრაფიული თვალსაზრისით მაღალი ხარისხისაა.
წმიდა ნიკოლოზი
მეუფის კურთხევაა გაიყიდოს (ფასი 10 ლარია, ვინც სურვილს გამოთქვამს, შეუძლია 50 ეგზემპლიარის რეალიზაცია (საზღაური 25-40%-მდე) მოახდინოს) ეს მოზაიკური ხატები – ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზის “პოსტერები” და ამით დაფინანსდეს უწმიდესის ახალი მოზაიკური პორტრეტი, რათა შესრულდეს მისი სურვილი და კურთხევა.

“ეს მოზაიკური “პოსტერები”, ვფიქრობ, კარგი “საჩუქარი” იქნება ჯარისკაცებისთვის, საბავშვო სახლებისთვის, პატიმართათვის – საპატიმრო საკნებში არ არის იმდენი ადგილი, რომ ყველა პატიმარმა თავისი “საყვარელი ხატი” იქონიოს, კედელზე ადგილი მიუჩინოს. ამ მოზაიკებში კი თითქმის ყველასათვის “საყვარელი” ხატია. ხატები საუკეთესო საჩუქარია, ბერ-მონაზონთათვისაც, მათ კელიებშიც ხომ არაა დიდი ადგილი,”-აღნიშნა თეიმურაზ ლურსმანაშვილმა “ამბიონთან” საუბრისას.

თითოეულ ადამიანს შეუძლია, დაეხმაროს ბატონ თეიმურაზს კურთხევის შესრულებაში. ამასთან, შეძენილი ხატი, თქვენი კედლის მცირე ნაწილს დაიკავებს, მასში კი ერთდროულად, რამდენიმე ათასი მართლმადიდებლური ხატი, ღვთისმშობლისა და წმ.ნიკოლოზის დიდი ხატებიც იქნება გაერთიანებული.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

6 COMMENTS

  1. საოცრებაა მართლაც ,უფალი იყოს თქვენი მფარველი.

  2. დიდება უფალს, მართლაც კარგი აზრია,და სად შევიდზინოთ ხატები?

  3. საოცარი სიბრდზნეა ამ ხატის სჰექმნა,ოჯახსჰი მრავალი მომცრო ზომის ხატები გვაქვს და დზნელია მატი მოვლა, სად სჰევიდზინოტ ეს ხატი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები