მთავარიქრისტიანობა"საღმრთო მცნებების აღუსრულებლობა და დარღვევაა ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისა და სხეულისათვის"

“საღმრთო მცნებების აღუსრულებლობა და დარღვევაა ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისა და სხეულისათვის”

როგორც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმინდა სული განეშორება. უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: “რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთ” (დაბ. 2,17).

რამეთუ მაშინ სწორედ ადამის სული ეწია სიკვდილს, რადგან საღმრთო მცნების დარღვევის გამო იგი ღმერთს განეშორა და მის წმინდა სულს მოაკლდა. სხეულით კი იგი კვლავაც ცხოვრობდა ამქვეყნად კიდევ 930 წელი! და ამ სულიერმა სიკვდილმა მხოლოდ სული კი არ გახადა ასეთი, არამედ სხეულიც ადამისა გახრწნა – მრავალ სნეულებასა და ვნებას სწია, ბოლოს კი სიკვდილიც – მიწად მოქცევა გახადა მისი ხვედრი… და თუკი მომავალი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისას, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, მართალ მორჩილებთან ერთად უსჯულოთა და შეუნანებელ ცოდვილთა სხეულებიც აღდგებიან მკვდრეთით, ეს მხოლოდ იმისთვის მოხდება, რომ ისინი მეორე სიკვდილს ეწიონ. ამჯერად უკვე საბოლოოსა და მარადიულს, ანუ დაუსრულებელს. უკუნ წყვდიადს, საუკუნო ტანჯვას, გეჰენიის დაუშრეტელ ცეცხლს და კბილთა ღრჭენას, როგორც ამას წმინდა წინასწარმეტყველი იტყვის – “და დაიწვნენ უსჯულონი და ცოდვილნი ერთბასად და არა იყოს დამშრეტელ (ესაია. 1,31)… ამრიგად, სწორედ საღმრთო მცნებების აღუსრულებლობა და დარღვევაა ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისა და სხეულისათვის: იმ სიკვდილისაც, ქვეყნიური ცხოვრების ბოლოს რომ ეწევა ყველა ადამიანს და იმისაც, იმქვეყნიურ ცხოვრებაში რომ მოელით შეუნანებელ ცოდვილებსა და უკეთურებს.

წმინდა გრიგოლ პალამა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები