13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიჯანმრთელობასაქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი – „სოფოსბუვირი“ ყველა პაციენტს უფასოდ გადაეცემა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „გილეადთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა. წამალი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, გვერდითი მოვლენების სიმცირით, იძლევა თითქმის სრული განკურნების შესაძლებლობას და პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტი იწყება, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს – საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც C ჰეპატიტს სრულად აღმოფხვრის.

C ჰეპატიტი

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და „გილეადის“ წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს ჩაეყარა – პირველ ეტაპზე პაციენტებს ინტერფერონი შეღავათიან ფასად მიეწოდებოდათ, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის მკურნალობა უფასო იყო.

„მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროგრამის ამოქმედება მთავრობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაშიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დიდი წვლილი მიუძღვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებიც შეაფასა. პრემიერის განცხადებით, წლების განმავლობაში ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად მძიმე შედეგებით მთავრდებოდა, დღეს კი ეს რეალობა შეიცვალა და მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს მოუხსნა ფინანსური ტვირთი.

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. სწრაფი დაფინანსება 5000 € დან 1.000.000 €

    მე მაქვს კაპიტალი, რომელიც გამოყენებული იქნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების მინიჭებაზე დაწყებული 5000 ევროდან 1,000 000 ევრომდე სესხის მსურველს. 2% საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, იმის გამო, რომ კონკრეტულად მე არ მინდა დაარღვიოს კანონი აცვიათ. შეგიძლიათ დაფაროთ თანხა 3-დან 25 წლამდე მაქსიმუმით. ეს თქვენზეა, რომ ნახოთ ყოველთვიური გადახდები. მე მხოლოდ მოითხოვს დამოწმებული ხელწერილი დავალიანების აღიარება და ასევე რამდენიმე ნაწილი.
    ელ-ფოსტა: lisettemariane@gmail.com

  2. სწრაფი დაფინანსება 5000 € დან 1.000.000 € სწრაფი დაფინანსება 5000 € დან 1.000.000 €

    მე მაქვს კაპიტალი, რომელიც გამოყენებული იქნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების მინიჭებაზე დაწყებული 5000 ევროდან 1,000 000 ევრომდე სესხის მსურველს. 2% საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, იმის გამო, რომ კონკრეტულად მე არ მინდა დაარღვიოს კანონი აცვიათ. შეგიძლიათ დაფაროთ თანხა 3-დან 25 წლამდე მაქსიმუმით. ეს თქვენზეა, რომ ნახოთ ყოველთვიური გადახდები. მე მხოლოდ მოითხოვს დამოწმებული ხელწერილი დავალიანების აღიარება და ასევე რამდენიმე ნაწილი.
    ელ-ფოსტა: lisettemariane@gmail.com

  3. გამარჯობა, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ფულს სთავაზობენ ადამიანს, რომლებიც მცირე ბიზნესისაა საჭირო, პირადი ინვესტიციები 4.5 მილიონი ევროს მხოლოდ 3% -ს ითხოვდა. € 3000. ჩვენ ვართ ადგილობრივი და საერთაშორისო სესხები მთელ მსოფლიოში საკრედიტო სამყაროში. სესხები იხდით მინიმუმს. ჩვენი ორგანიზაცია არ არის ბანკი და არ საჭიროებს ბევრ დოკუმენტებს, მაგრამ სამართლიანი, პატიოსანი და საიმედო. დაგვიკავშირდით დღეს და ვიცით თანხა, რომელსაც გვსურს სესხი. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს კანდიდატებს შეასრულონ 72 საათის განმავლობაში ან ორდერის მიღებიდან 6 საათის შემდეგ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით:olgasavyuk41@gmail.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები