“ამბიონი” საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ა.წ. 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ებრაულ დღესასწაულ “ხანუკასთან” დაკავშირებით მოხდა მენორას დადგმა და მერიაზე გაკეთებული პლაკატით ხალხისათვის
ამ დღესასწაულის მილოცვა, რაც მრევლისა და სასულერო პირების ნაწილმა გააპროტესტა, ორმა ახალგაზრდამ კი ბანერი ჩამოხია, რის გამოც ისინი დააკავეს.
საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას და მას დაუშვებლად მიიჩნევს. მითუმეტეს, მოქმედი კანონმდებლობით რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა.
ფაქტია, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ კეთილგანწყობილ ურთიერთობაში სწორედაც, რომ ეკლესიას აქვს შეტანილი დიდი წვლილი, რადგან საუკუნეების მანძილზე იგი აყალიბებდა საზოგადოებრივ აზროვნებას.
ვფიქრობთ, არც ჩვენ და არც ქართველ ებრაელთა თემს არავისგან გვესწავლება, როგორ შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ეს დამოკიდებულება.”

წარმოიდგინეთ რამდენ პილიგრიმს მასპინძლობს ყოველდღიურად წმინდა მიწა, ქვები უნდა დაგვიშინონ იუდეველები რომ არა ვართ? განა ცოცხალი ღმერთი, ანუ ის ღმეთი რომ შეგვეცნო, რომელიც ებრაელებს ქვეყნის დასაბამიდან სწამდათ ამიტომ არ ევნო ჯვარზე მაცხოვარი? ამ ჭეშმარიტების განსამტკიცებლად უფლის მადლიან სიტყვას წმინდა წერილში არაერთხელ აღნიშნავს: ექიმი ავადმყოფებს ჭირდებათ და არა ჯანმრთელებსო, ჯანმრთელებში ებრაელ ხალხს გულისხმობს. მამაზეციერს იმდენად ვუყვარვართ რომ ორი დიდი მსხვერპლი გაიღო: განკაცდა და ჯვარს ევნო ჩვენი ცოდვების გამო და ეს დანაშაული რჩეულ ხალხს, საკუთარ მიმდევრებს ჩაადენინა ჩვენს გამო, რაც იმას ნიშნავს რომ უნდა დავაფასოთ ეს დიდი მსხვერპლი და გულში ჩავიკრათ ებრაელი ხალხი. უფალი არ გვაპატიებს ხელი ავღმართოთ მის რჩეულ ერზე და სიმბოლოებზე…
კაი კაცი ხარ , სოსო ნადირაძევ – ჭეშმარიტი ქართველი …
ურთიერთობები ნორმატიულ პიროვნებებს შორის ყალიბდებოდა ყოველთვის , თორემ უგნურნი ყოველთვის იარსებებენ …
ღმერთმა შეუნდოთ მათ …
მალე ისინიც მოვლენ ჭკუას … ცუდი ისაა , რომ რთული გზა ირჩიეს ჭეშმარიტებისაკენ … მაგრამ , როგორც ჩანს , ყველამ თავისი ჯვარი უნდა ტვირთოს …
ღმერთმა გადღეგრძელოთ და გამრავლოთ , ამენ !
სოსო ნადირაძე: – “მამაზეციერს იმდენად ვუყვარვართ რომ ორი დიდი მსხვერპლი გაიღო: განკაცდა და ჯვარს ევნო ჩვენი ცოდვების გამო და ეს დანაშაული რჩეულ ხალხს, საკუთარ მიმდევრებს ჩაადენინა ჩვენს გამო”… ამის დაწერა როგორ შეიძლება?! გამოდის რომ ფარისევლებს და მწიგნობრებს ღმერთმა ჩაადენინა მკვლელობა, თანაც ჩვენს გამო?! ეს რა მკრეხელობაა. იუდაიზმის მხილება (რომლის სწავლებაც ძირშივე ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას და შეურაცხყოფს მას) და ანტისემიტიზმი ერთი და იგივე არ არის: შეიძება იყო ებრაელი და მართლმადიდებელი, და შეიძლება იყო არაებრაელი და იუდეველი. ამიტომ ერთს მეორეში ნუ ავურევთ!
“თუმცა რელიგიურ გაერთიანებებშიც არიან ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მკვეთრად რეაგირებენ. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში საერთოდაც სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი, კერძოდ რელიგიათშორისი და ხალხთაშორისი ურთიერთობები, რაც უდიდესი ფასეულობაა.” – ეს რა იეზუიტური ჯლუყუნია, ანუ მიკიბ-მოკიბვით ის ითქმება, რომ კანონი კი იძლევა გარანტიას ებრაელებმა აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ ფორმით, როგორც აღნიშნეს, მაგრამ არიან ეკლესიის წევრები, ვისაც ეს რადიკალურად არ მოწონს, იქამდე, რომ მზადაა ამის გამო კანონიც გათელოს და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. მაგრამ რატომ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ რომ თითო-ოროლა გიჟმაჟი და ობსკურანტია ეკლესიაში? და რით გაითვალისწინოს, ებრაელებს ‘ტკბილად ურჩიოს’ დღესასწაული ღიად არ იზეიმონ თუ რა? საშინელებაა ეს მიკიბ-მოკიბული, ბოლომდე სიტყვის არმთქმელი იეზუიტური ენა, ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა.
არ გინდათ რა ეხლა ბევრი მიკიბ-მოკიბვა. აქ ურთიერთ პატივისცემაზეა საუბარი წილობრივ თანასწორობის პირნციპით. ანუ მე შენს ქვეყანაში შემიძლია ჩემი დღესასწაული ავღნიშნო და შენ ასევე გაქვს უფლება ჩემს ქვეყანაში იდღესასწაულო. რა თქმა უნდა ორივე მხარემ უნდა ჩაეტიოს ნორმის ფარგლებში. ეხლა არ ამიხეტენ აქ, ამან იეზუიტიო, იმან ლოს-ბიბლიოს ბუნჩულ-ბუჩულ ურიაო. არ გინდათ რა, ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება და როგორც ხდება ისრაელში. ჯერ იქ მიხედეთ თქვენს ხალხს, გამვლელ ქრისტიანებს სახეში რომ აფურთხებენ და მერე იხტუნავეთ აქ თუ კი ვინმე რამეს გაწყენინებთ. სხვის თვალში ბეწვის პონვაში მაგრები ხარ რა…