მთავარისხვადასხვასაქართველოს საპატრიარქოს განცხადება (19.09.2012)

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (19.09.2012)

საპატრიარქო ციხეებში შექმნილი მდგომარეობის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება გადადო.

შესაბამისი განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა:

“ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება.

შექმნილი სიტუაციის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიდო ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება”, – ნათქვამია საპატრიარქო განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები