მთავარიქრისტიანობასაქართველოს საპატრიარქოს განცხადება (12.10.2013)

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (12.10.2013)

სვეტიცხოველი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“სვეტიცხოვლობის ზეიმთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ა.წ. 13 ოქტომბერს, კვირას, ლოცვა დაიწყება 18.00 სთ-ზე, ხოლო წირვა, – 14 ოქტომბერს 10.00 სთ-ზე. წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
მრევლისთვის ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ავტობუსები გავა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8.00 სთ-ზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ექნება საშუალება მიახლებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები