საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია “იდენტობის” წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს,
რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის.
ცნობილი გახდა ასევე, რომ ხვალ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია “იდენტობის” ოფისთან.
გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისათვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან.
კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონიერებისაკენ,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ საცოდავ იდენტობას რა გონია რისთვის იღწვის და “შრომობს “(ხელფასს იღებს,ყავს სვამს ორგანიზაციის ხარჯზე :) და გონია საქმეს აკეთებს? მელიები,ძაფიანი თოჯინები,აქ ვერასდროს ვერ იქნებიან ” მაგრად” ,წავიდნენ ბატონო ჰოლანდიაში და იქ იკითხონ ლექციები,შესაბამისი ბაღების ბავშვების მშობლებთან,აი მათ ნამდვილად ჭირდებათ გაარკვიონ მათი იდენტობა,12 რომ არ იციან ვინები არიან,ასე რომ წადით იდენტობავ სათანადო ადგილას,ან თქვენი აზრი აქ ძველი სადარბაზოების ტილოს ქვეშ ამოდეთ,გასაწმენდათ გამოდგება,
ამათ დამახინჯებულ აზრებზე მგონი არც უნდა გაბრაზდე ადამიანი,ილაყბონ რამდენიც უნდათ,აი ქუჩაში თუ გამოვლენ მაშინ შეიძლება წინ დაუდგეს ადამიანი :)
ქართველ ერს ყოველთვის ჰყავდა მტერი ქვეყნის დაქრისტიანობის გადასარჩენად ჩვენ მუდამ ვებრძოდით მტერს შინაყრს თუ გარეულს ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება ხმლები ქაეთველებსარასოდეს ჩაუგია ქარქაში ამისსაშუალება არ გქონდა