მთავარი » ქრისტიანობა

საქართველოს პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან (19.11.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2016 | 4,986 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად მოსკოვში იმყოფება 19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დანიელის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის.

„ჩემთვის თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის და თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენს ბიოგრაფიასთან. ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით – როგორც სასიხარულო, ისე – სამწუხარო, რომლებიც მოხდა მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ასევე მოგვიანებით ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია.

ეკლესიებს შორის ურთიერთობა – ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის გულების დონეზე. თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი “საფულისა და კუჭის” დონეზე, ეკლესიები – ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირების გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხში,“ – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა რუსული და ქართული ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

“პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ რა ახლოს, ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან – თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში – ძალიან ხშირად ვაწერ ხელს თხოვნას, საქართველოს სიწმინდეების მომლოცველები ვაკურთხო და არა მხოლოდ ჩვენი მღვდელმთავრები, არამედ მოსკოვის ბევრი კლირიკოსი და მონაზვნები მიემგზავრებიან თქვენ ქვეყანაში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ,“ – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა და მოსკოვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, მოსკოვში ქართული დიასპორისთვის სულიერების ცენტრად იქცა.

„ოთხშაბათს ტაძარში შესრულდება დიდი დღესასწაული – წმინდა გიორგის დღეს, გიორგობა, როგორც ეს ქართულად ჟღერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას საშუალება ექნება თავის სულიერ მამას შეხვდეს და ერთად ილოცონ,” – ბრძანა პატრიარქმა კირილმა და აღნიშნა, რომ თბილისშიც არის ტაძრები, სადაც სულიერად იკვებება რუსული დიასპორა, ტარდება ღვთისმსახურებები, მათ შორის საეკლესიო სლავურ ენაზე.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მიესალმა.

„ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,“ – ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა.

ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი