მთავარიქრისტიანობასაქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ

საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ. ნარიყალა მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7%, ხოლო სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9%.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილება აღმსარებლობის მიხედვით: მართლმადიდებელია 3 097 600 ადამიანი, მუსლიმური აღმსარებლობა აქვს 398 700 ადამიანს, სომხური სამოციქულო – 109 000; კათოლიკური – 19 200; იეღოვას მოწმე – 12 400; იეზიდური – 8600, პროტესტანტული- 2500, იუდეური- 1400; სხვა აღმასრებლებლობა- 1400 ადამიანი. არცერთი – 19 100. უარი განაცხადა 9 600-მა. აღმსარებლობა არ არის მითითებული 34 300 შემთხვევაში.

მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%, 57 ათასი კვ/კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები