მთავარი » საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.01.2012 | 7,429 ნახვა

(20 დეკემბერი 2011 წელი)

2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. წმიდა სინოდმა განიხილა შემდეგი საკითხები:

სინოდი 1. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ასეთი მოქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოცაა. ანტირელიგიური ცილისმწამებლური კამპანია ამასოფლის სულის გამუდმებული ბრზოლაა ეკლესიის მიმართ, რომლისგანაც თავდაცვა ღვთის სიტყვისა და საეკლესიო სჯულის კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, სინოდის გადაწყვეტილებები დაცული უნდა იყოს სამღვდელოების და მრევლის სუბიექტური ინტერპრეტაციებისა და ეკლესიის სახელით მათი გავრცელებისაგან. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება სასულიერო პირთა შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას.
წმიდმა სინოდმა განაჩინა: აქტუალურ საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისათვის სინოდის სხდომებს შორის გაიმართოს მღვდელმთავართა შეხვედრები საპატრიარქოში ქორეპისკოპოსების მონაწილეობით.

2. საეკლესიო სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი აღემატება ეპარქიების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეკლესია მუდმივად უნდა ზრუნავდეს სასწავლო პროცესის განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია საპატრიარქოსა და ეპარქიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება.

წმიდმა სინოდმა განაჩინა:

ა) საპატრიარქოს სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს და დანერგოს სტანდარტების საეკლესიო სასწავლებლების, სტრუქტურების, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიკისათვის;

ბ) მიღებულ იქნას არქიტექტურისა და არქეოლოგიის სპეციალობები შესაბამის სასულიერო სასწავლებლებში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული საეკლესიო გალობის შესწავლას;

გ) ეპარქიებში მღვდელმთავრების ხელმძღვანელობით სასულიერო პირებმა მოამზადონ მოხსენებები საეკლესიო თემებზე. წელიწადში ორჯერ გაიმართოს საეპარქიო კონფერენციები, სადაც წაკითხული იქნება საუკეთესო მოხსენებები.

დ) საბჭოთა პერიოდში ხდებოდა თველოსა და მსოფლიო ისტორიის გაყალბება. შეცდომების გამოსასწორებლად შეიქმნას ისტორიკოსთა ჯგუფი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ხელმძღვანელობით.

3. სინოდმა იმსჯელა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეკლესიის მონაწილეობის შესახებ და განაჩინა: ეთხოვოს სახელმწიფოს, დაეხმაროს ეკლესიას სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებაში. ეს ხელს შეუწყობს რაიონებში წარმოებებისა და მეურნეობების გამრავლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდას.

4. სინოდმა იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

5. სინოდმა იმსჯელა მასობრივი სასუალებებით არაზნეობრივი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შესახებ და განაჩინა: ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა საღვო წერილის საფუძველზე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის უხეში დარღვევაა. ეკლესია გმობს ანტიზნეობრივი საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებას და მოუწოდებს იმ პირებს, ვინც პასუხს აგებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე, აღკვეთონ უზნეობის პროპაგანდა.

6. წმიდა სიონოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა. ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ აღმსარებელი; დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება – მღვდელმოწამე; ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის თავდადებული.

http://patriarchate.ge/


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ანი says:

    დიდება უფალს!

  • G says:

    msoplioshi gavrcelebulia aseti azri ratomgac,rom ganatlebul adamians camdes gmertis sircxvilia… dzalian bevr gadacemashi,tu pilmshi da a.sh. vrecldeba es informacia zogi cxadad zogi sheparvit,personajebis meshveobit… chemi azrit sapatriarqom pirvel rigshi unda izrunos rac sheidzleba ganatlebuli samgvdeloeba yavdes,radgan eklesiastan brdzola midis ganatlebuli xalxis psiqologiuri damushavebit. imedia scorad chamovayalibe satqmeli :)

  • g -s ara hemo kargo.adamiani tu urwmunoa is ganatlebuli ver iqneba.tu vinmes scxvenia es misi problemaa zalian bevri axalgazrda dadis amayad rom morcmunea.da hveni samgvdeloebis ganatlebashi ehvs nu sheitan.xolo brzola simartlestan dasabami droidan mimdinareobs

  • natia says:

    dideba ufals…rogorc iqna imsjeleben eleqtronuli pasportebis shesaxeb…da rac mtavaria,martla sashinelebaa dges uzneobis propaganda xdeba..es unda daisajos…bavshvebs da axalgarzdebs ryvnian,am sityvis sruli mnishvnelobit..gmerto mapati,magram facebookze unda naxot vitom “morwmune”axalgazrdebs an ra suratebi udevt,an ra warwerebi da ase shemdeg..an ra gverdebi aqvt dalaikebuli…da tan mama-papata tradiciebsac ise cinikurad ganixilaven da dascinian..ert-ertma stiqarosanma ki icit ra mitxra?-seqsualuri revolucia unda moxdeso,es kargiao da progresulebi unda viyoto chvenco…chveni xalxi avadmyopia amashi sashinelebas ro xedavsoi da ase shemdeg..ai rogor miiwevs “win” chveni “morwmune “axalgazrdoba’..lamisd aris shublzec ki is erti sityva daiweron..mimixvdit albat…sabednierod yvelaze ar vambob amas,arian sakmaod wesieri bavshvebic,magram samwuxarod isini umciresobashi arian..gmertma dagvifaros yovelive borotisgan

  • ლილე says:

    მართალი ხარ ნათია… იმედია მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება ელექტრონულ პასპორტებთან დაკავშირებით… ველოდები რამდენი ხანია პირადობა აღარ მაქვს :( და კიდევ დიდი იმედი მაქვს აიკრძალება უზნეობის პროპაგანდააა

  • ხვიჩა says:

    სანამ ეს მთავრობა და ნაციონალები არიან სათავეში, არაფერი გვეშველება.
    სამწუხაროდ. :(((

  • ნინო says:

    ცოდვილი,ადამიანი, მორწმუნე…ასეთია იერარქია,რომელიც აქ არ სრულდება და რომელზეც დიდი წმინდა მამები წერენ….ჯერ ადამიანები არ გავმხდარვართ და მორწმუნეები ხომ მით უმეტეს.
    შეიძლება სამღვდელოებას აქვს წიგნისმიერი განათლება,მაგრამ ეს საკმარისი არ მგონია(რა თქმა უნდა ყვალას არ ვგულისხმობ).ამაზე ის ახალგაზრდობაც მეტყველებს,რომელზედაც თქვენ საუბრობთ.დღეს “ბევრი თვითონ არაა მისული ღმერთთან და სხვას როგორ მიიყვანენ”.
    “ღმერთი არის სიყვარული”-ამას შეგრძნება უნდა და ცოტაა ისეთი ვინც ამაში დაგეხმარება..
    საქართველო წმინდანთა სამჭედლოა,მაგრამ ჩვენ ამ წმინდანებს არ ვეძებთ,რატომღაც გვგონია რომ დღეს აღარ არიან….
    მარტო საერო ხელისუფლებაშიც არ უნდა ვეძებოთ ბრალი,კიდევ გვყავს სხვა ხელისუფლება რომელსაც შეუძლია ამ ხალხის გამოფხიზლება მაგრამ რატომღაც ამას არ აკეთებს
    ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ და შევიგნოთ,რომ ღმერთმა ადამიანს Yველაზე მეტი თავისუფალი ნება მისცა,დაანახა ორი გზა და თუ რომელს ავირჩევთ ეს ჩვენი გადასაწყვეტია

    • zaza says:

      masea getanxmebi,,magram sasuliero xelisuplebac ase vtqvat modunebulia,,upalma mapatios..agdgomaze gangashis zarebs ar texen lotur greobad gadaaqcia erma,,samarqvo nugbarebze komentarbs ar aketeben anu samarxvo xinkali, samarxvo namcxvari samarxvo nairnairi siamovneba da ase shemdeg,,feisbuqshic ki chinosani mgvdelebi reklama s aketeben shvili visac ar kavs aq me damikavshirdit da chemi zalisxmevit uejveli shvili gagichndebato da roca ukavshirdebi minimum 150 larze gechalichebian texnikurad,,

  • გოჩა says:

    დიახ ნინო, გამოდი გამოხატე შენი თავისუფალი ნება და მერე ამ თავისუფლებისათვის თავს გაგიჩეხავენ ან გაზით მოგწამლავენ და კიდევ უარესი, სიცოცხლეს გამოგასალმებენ დაგეშილი სპეცნაზელები და ვისი ბრძანებით? ჩვენი ,,დემოკრატი ” ხელისუფლების ხელდასხმით.
    კი ბატონო ჩვენ სიყვარულით ვუპასუხოთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება მათზე ამ სიყვარულმა რაიმე გავლენა მოახდინოს.
    ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე, ერთ-ერთმა ძალიან მაღალი ეშელონის მოხელემ განაცხადა (შეგნებულად არ ვასახელებ მის გვარს, რომ ინფორმაციის მომწოდებელს პრობლემა არ შეექმნას), რომ ვიდრე ის და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეშია, არ დაუშვებს ქართველი ერის გამდიდრებას და ეკონომიურ წინსვლას, რადგან მდიდარი ერი უმართავი გახდება მათთვის.
    მას ურჩევნია ისინი მშიერი და მაწანწალა ძაღლების პოზაში იხილოს, რომ ერთი ლუკმის გამო მონური მორჩილება გამოიჩინონ და ერთი თითის დაქნევაზე მათი ლიდერის სახელი ფანატიურად იძახონ.

    აბა ჩემო ნინო მოდი და ეხლა ისაუბრე, რაიმე სიკეთეზე! ვეთანხმები ხვიჩას!

  • ნინო says:

    მე გეთანხმები იმაში რასაც ამბობ…ამ ხელისუფლების მოსვლამ რა სავალალო დღეში ჩააგდო ხალხი ყველანი კარგად ვხედავთ.ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ არ ვისაუბროთ,ხალხი მონობაშია.ხანდახან ვფიქრობ რომ დემოკრატია კი არაა ამ ქვეყანაში არამედ მონათმფლობელობა.ზომბირების დონე ხომ ენით აღუწერელია…და თქვენ რას ფიქრობთ,რომ ის გამოგვაფხიზლებს ვინც ამ დგეში ჩაგვაგდო?ალბათ კარგად ვერ გამიგეთ ზემოთ რასაც ვწერდი.გამომფხიზლებელი, ხალხში პროტესტისა და სამართლიანობის გრძნობის აღმძვრელი,მათი ერთ მუშტად შემკვრელი(რომ მერე თავი ვეღარ გაგვიჩეხონ) თვითონ თავს იმძინარებს.
    უწმინდურ ,მასონ ხელისუფლებას და ხელისუფალს რომელმაც რეზიდენციაში აღმართული პირამიდით ქვეყანა მასონებს დაუმორჩილა,მ ხ ი ლ ე ბ ა უნდა და ვის მხილებას მიენდობა უფრო ხალხი ეგ ალბათ თქვენც მოგეხსენებათ..რატომ არ ამხელენ?ძალიან მაინტერესებს ამაზე პასუხი და ვწუხვარ რომ ასეთი დუმილია…ღმერთი ამას არ აპატიებს არავის….
    რა თქმა უნდა საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვა,ღვთისმშობელი,ქრისტე ღმერთი და წმინდანები არ მიატოვებენ მას,მაგრამ საქმე იმაშია “როდის და როგორ”…მე იმ ერთეულ ადამიანებზე ვდარდობ ვისაც დღეს საქართველოს ტვირთი საკუთარი მხრებით დააქვს დიდი ტანჯვის ფასად

  • ელისაბედი says:

    სტატიის ავტორს მინდა მოგმართოთ ხომ არ იცით კომიისიის გადაწყვეტილება ახალ პირადობის მოწმობებზე?დზალიან გთხოვთ პასუხი მომწეროთ

  • adamiani says:

    gmertis saxeli amoiget bibliidan da da tqven giyvar gmertiiii

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი