სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად ა. წ. 10-დან 14 იანვრამდე ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები, რომლებზეც მოწვეულები არიან უცხოელი სტუმრები.
როგორც “ამბიონს” საპატრიარქოს პრესცენტრიდან აცნობეს, სტუმრებს შორის არიან მაღალი იერარქები კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, რუსეთის და სხვ. საპატრიარქოებიდან. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისალოცად ჩამობრძანდება მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუწმინდესი ბართლომე I.
10 იანვარს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს სტუმრებს.
11 იანვარს დილის 10 საათზე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში დაიწყება ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია.
იმავე დღეს სტუმრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
საღამოს 8 საათზე სტუმრები დაესწრებიან საზეიმო კონცერტს, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღებს.
12 იანვარს სტუმრები მოილოცებენ დავითგარეჯის, შიომღვიმისა და ბოდბის მონასტრებს.
13 იანვარს დილის 10 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, უცხოელ იერარქების თანამწირველობით საზეიმო წირვას აღავლენს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
14 იანვარს უცხოელი სტუმრები საქართველოდან გაემგზავრებიან.

didebulia samebis tazari.aseve didebulia gurjaanis axlad ashenebuli sakatedro tazari romelshic ukve dawyebulia wirva locva,sadac mama ilia agavlens.