მთავარისხვადასხვა"საქართველო ტურისტულ სფეროში კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს..."

“საქართველო ტურისტულ სფეროში კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს…”

საქართველოში ტურიზმის განვითარება ქვეყნის წინსვლისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტადაა გამოცხადებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით, ყოველწლიურად მატულობს. ტურისტი წელს ტურიზმის ადმინისტრაციაში ზაფხულის სეზონზე ტურისტების რაოდენობის 50-60 პროცენტიან ზრდას ელოდებიან. რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და რა ხელშეწყობა აქვთ ტურისტულ კომპანიებს? გვესაუბრება ტურისტული სააგენტო “მედეა თრეველი”-ს დირექტორი ირაკლი გოგორიშვილი:

“ტურიზმის განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის. თუმცა მივიჩნევ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია სამუშაო. ხშირად ის, რაც პიარის დონეზეა, საკმაოდ შორს არის რეალობისაგან. შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში არასათანადო დონეზეა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს დიდი როლი ენიჭება. ზოგ რეგიონში საერთოდ არ ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, ტურისტებს საჭიროებისამებრ ვერ ემსახურებიან. რაც შეხეება მათ მოზღვავებას, ამ მომენტისათვის, ვფიქრობ, წინა წელს უფრო მეტი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე წელს, თუმცა ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით ჩემეული ხედვა გამაჩნია”.

ბატონო ირაკლი, რამდენად კონკურენტუნარიანია დღეს ტურისტული ბაზარი და რა ხელწშეწყობა აქვთ ტურისტულ კომპანიებს საქართველოში?

ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტუნარიანია. არის უამრავი ტურისტული კომპანია, მათ შორის – რამდენიმე მსხვილი. მათგან თითო-ოროლას თუ ძალუძს ტურისტების შემოყვანა ჯგუფების სახით. დღეს უფრო ხელსაყრელი ხდება საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირება, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან. ამჟამად ტურისტულ კომპანიებს სათანადო ხელშეწყობა არ აქვთ და სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით ტურიზმის დეპარტამენტი არ ზრუნავს, ინიციატივებიც ძალიან იშვიათად არის. ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ თავისუფლად ქვეყნის საზღვარს ასე უკონტროლოდ მოწვევის გარეშე არ უნდა კვეთდეს ათასი რჯულის ადამიანი. ტურისტი ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს მოწვევის გარეშე, ისე, როგორც ეს ხორციელდება მეზობელ აზერბაიჯანში.

რა სერვისებს სთავაზობს “მედეა თრეველი” კლიენტებს განსხვავებით სხვა ტურისტული კომპანიებისგან?

ჩვენი სერვისი მრავალფეროვანია. ვემსახურებით უცხოელ სტუმრებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ვიზა მიიღონ. ასევე, აქ, საქართველოში ნახონ ჩვენი ულამაზესი კუთხეები და გაეცნონ ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: ტურისტული კომპანიის როლი იქნება მნიშვნელოვანი, თუ უცხოელ ტურისტს ეცოდინება, რომ საქართველოში შემოსვლისას აუცილებლად თან უნდა იქონიოს ვაუჩერი სასტუმროს ჯავშნით. ტურისტული კომპანიების შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეს ბიზნესიც უფრო წარმატებული იქნება ყველა კომპანიისათვის და ტურისტებიც უაზროდ აღარ გადაადგილდებიან ჩვენს ქვეყანაში. მე მთელ რიგ ქვეყნებზე დავაწესებდი შეზღუდვებს. როგორც სურთ, ისე შემოდიან საქართველოში და ეს დაუშვებელია.

რამდენად მისაღებია არსებული ფასები საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტებისათვის?

წელს, ევროპის მასშტაბით, ფასები მომატებულია თურქეთის სასტუმროებზე, ასევე – ბილეთზე. რა თქმა უნდა, ვეცდებით, კლიენტების ინტერესი ყოველთვის გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი კმაყოფილები დარჩებიან.

როგორ ფიქრობთ, რა პირობების შესრულებაა აუცილებელი, რათა უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა შევძლოთ?

უპირველესად, ჩვენ უნდა გავხდეთ ტურისტულ სფეროში კონკურენტუნარიანი ქვეყანა, მარტო ხმამაღალი განცხადებები არ არის საკმარისი. მნიშვნელოვნად უნდა განვითარდეს სასტურმო ინფრასტრუქტურა, დღევანდელი ფასები ნამდვილად არარეალურია. გადახედეთ თურქეთში არსებულ 5* სასტუმროებს და დარწმუნდებით, საკმაოდ დიდი განსხვავებაა, იქ იმხელა შემოთავაზებებია. თუ გვინდა, რომ უცხოელი მოიზიდო, მარტო ფასები არ არის მთავარი. მას შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნა. ამ მხრივ, ბიზნესს ხელისუფლებისაგან მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს.

რა სიახლეს შესთავაზებს კომპანია უახლოეს მომავალში მომხმარებლებს?

“მედეა თრეველი” ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს დამსვენებელს. არსებობს პროექტები, რომელთაც პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. გვაქვს თურქეთის მიმართულება; ავტო ტური – ლიტვის მიმართულებით შესაბამისი საბუთებით; ევროპაში ლეგალურად ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალება; რუსეთის ვიზები; დასასვენებლი ტურები ესპანეთში, ჩეხეთში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვ.

თეონა ნოზაძე

1 COMMENT

  1. erti shexedvit, turistul kompaniebsac aqvt xelsheckonba da turizmic ganvitarebulia chventan, sinamdvileshi ki

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები